როგორც ჩანს, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად "ინდიანა" ქართველ ცენტრს, გოგა ბითაძეს G ლიგის "ფორტ უეინში" დროებით გაუშვებს ხოლმე. მან დღეს "ვინსკონსინთან" მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორმაგი დუბლი შეასრულა და უმალ "პეისერსში" დაბრუნდა.
"ინდიანა" კლუბის "ტვიტერით" იუწყება, რომ ბითაძე და ჯონსონი დაიბრუნეს და "მაიამი ჰიტთან" შეხვედრისთვის გუნდთან ერთად ემზადებიან.
ეს მატჩი 9 იანვარს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.