9 იანვარს საქართველოს ნაკრებისა და "ინდიანა პეისერსის" ახალგაზრდა ცენტრმა გოგა ბითაძემ NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ 2 წუთი ითამაშა და გუნდს 2 ქულა და 1 მოხსნა მოუტანა.
გოგამ პარკეტზე ზუსტად 2:41 წუთი გაატარა და ამ დროში 2 საჯარიმო სროლა ზუსტად გამოიყენა და ერთხელ საკუთარი კლუბის ფარზე მოხსნა ბურთი.
შეხვედრა კი "ინდიანამ" 14 ქულის სხვაობით დათმო - 108:122. "პეისერსის" შემადგენლობაში საუკეთესო დომანტას საბონისი იყო, რომელმაც შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა: 27 ქულა და 14 მოხსნა.
მომდევნო მატჩს გოგა ბითაძის გუნდი 11 იანვარს სტუმრად "ჩიკაგოსთან" 05:00 საათზე გამართავს.