შანსი გოგა ბითაძისთვის - დომანტას საბონისმა შესაძლოა "ჩიკაგოსთან" ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
"ინდიანა პეისერსის" ლიდერმა დომანტას საბონისმა შესაძლოა "ჩიკაგო ბულზთან" შეხვედრაში ვერ ითამაშოს.

როგორც NBA-ს ტრავმების რეპორტშია ნათქვამი, მისი მონაწილეობა მატჩში ეჭვქვეშ დგას. ლიეტუველ ლეგიონერს მუხლის ტრავმა აწუხებს.

შესაბამისად, შესაძლოა, გოგა ბითაძეს "ჩიკაგოსთან" მატჩში უფრო მეტი სათამაშო დრო მისცენ. გუნდში ბითაძის მთავარი კონკურენტები სწორედ დომანტას საბონისი და მაილს ტერნერი არიან და როგორც წესი, გუნდის მთავარი მწვრთნელი ამ ორ კალათბურთელს უთმობს ყველაზე მეტ დროს პარკეტზე. საბონისის არყოფნაში კი, დიდი ალბათობით, მაილს ტერნერს გოგა ბითაძე შეუწყვილდება.

"ჩიკაგოსა" და "ინდიანას" შორის მატჩი 11 იანვარს, ჩვენი
დროით 05:00 საათზე დაიწყება. "პეისერსი" 23 მოგებითა და 15 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს მყარად იკავებს.

გოგა ბითაძე მიმდინარე სეზონში პარკეტზე საშუალოდ 9.6 წუთს ატარებს, რა დროშიც საშუალოდ 3.1 ქულას, 2.4 მოხსნას, 0.5 პასს და 0.8 ბლოკს აგროვებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული