დუდა სანაძემ "ბენფიკასთან" წაგებულ მატჩში კარგად ითამაშა

AutoSharing Option
დუდა სანაძის "ოლივეირენშემ" პორტუგალიის ჩემპიონატის მე-16 ტურში ერთ-ერთ ლიდერს, ლისაბონის "ბენფიკას" უმასპინძლა და 75:84 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:12 წუთში 14 ქულა და 1 პასი მოაგროვა.

სანაძემ 3-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, პერსონალური ფოლი არ მიუღია, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

მასპინძელთაგან საუკეთესო იყო ამერიკელი ბეილი ფილდსი, რომელმაც 21 ქულას 16 მოხსნა წაამატა.

"ოლივეირენშე" 11 მოგებითა და 5 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე რჩება, მომდევნო მატჩს
კი 25 იანვარს, სტუმრად, "ლუზიტანიასთან" ჩაატარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული