19 იანვარს, ლიგა ენდესის მე-18 ტურში, თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სტუმრად 95:94 დაამარცხა "რეალი".
საოცარი მატჩი იყო - პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 14 ქულით მოიგეს, მეორე სტუმრებმა - 15 ქულით. თამაშის დასასრულს შენგელია მეურვეებს გაექცა, ბურთი ჩატენა, შემდეგ 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და "ბასკონიამ" გაიმარჯვა. გაიმარჯვა რიგი წარუმატებელი შეხვედრების შემდეგ მადრიდში, ლიდერ "რეალთან".
შენგელიამ შეუცვლელად ითამაშა(!) - 16 ქულა (10-დან 5 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი, 6-დან 3 საჯარიმო), 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი "ბასკონიას" 26:54 წუთში 9 ქულით და 3 მოხსნით შეეწია.
27 ქულით ყველაზე შედეგიანი მასპინძელთა გუნდის კალათბურთელი ფაკუნდო კამპასო იყო, რომელმაც 8-დან 7 სამიანი ჩააგდო.
მატჩის MVP კი, მარგი ქმედების 27-იანი კოეფიციენტით, "ბასკონიელი" პიერია ჰენრი გახდა - მის ანგარიშზე 26 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასია.
"ბასკონია" 9 მოგებით მე-10 ადგილზეა და 26 იანვარს "ანდორას" უმასპინძლებს.