ბითაძემ 6 წუთში უფრო მეტი ჩააგდო, ვიდრე ტერნერმა 19-ში - "ინდიანამ" ზედიზედ მე-5 მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 იანვარს, გამთენიისას, გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" სტუმრად "დენვერ ნაგეტსს" 115:107 სძლია.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 5:56 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 4 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. გოგამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამიანი კი ააცილა.

აღსანიშნავია, რომ ბითაძის კონკურენტმა გუნდში მაილს ტერნერმა პარკეტზე 19:39 წუთი გაატარა და ქართველზე ნაკლები ჩააგდო - 3 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაკარგვა.

რაც შეეხებათ გუნდის ლიდერებს, 22 ქულა ერთბაშად სამმა კალათბურთელმა: მალკომ ბროგდონმა, დომანტას საბონისმა და თიჯეი უორენმა
ჩააგდო. საბონისმა ასევე 15 მოხსნა და 9 პასი მოაგროვა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 30 ქულა კი ნიკოლა იოკიჩმა მიითვალა, რომელმაც საკუთარ მონაგარს ასევე 10 მოხსნა და 4 პასი მიუმატა.

ეს "ინდიანას" ზედიზედ მე-5 გამარჯვებაა და ჯამში 28 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს. გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს სტუმრად "იუტასთან", 21 იანვარს, ჩვენი დროით 06:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

სან ანტონიო-მაიამი 107:102
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგეტი ბურტი რომ არ აეცილებინა 6 იქნებოდა.ამიტომ დაკვირვებიტ.
ddgfdf
20:40 20-01-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული