"ინდიანამ" მოგებათა სერია იუტაში დაასრულა - გოგა ბითაძემ 10 წუთში 5 ქულა ჩააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 იანვარს გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" სტუმრად "იუტას" დაუპირისპირდა და დასავლეთ კონფერენციის მესამეადგილოსანთან დიდი სხვაობით, ანგარიშით 88:118 დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 10:12 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 5 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. ბითაძემ 2-დან 1 საჯარიმო და 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.

მასპინძლებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. "ინდიანადან" ყველაზე მეტი, 12 ქულა აარონ ჰოლდეიმ ჩააგდო. ამდენივე ჩააგდო 26:45 წუთში მაილს ტერნერმა, ხოლო დომანტას საბონისმა 28:08 წუთში 10 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 25 ქულა დონოვან მიტჩელმა
მოაგროვა, ხოლო რუდი გობერმა 20 ქულა და 14 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

"ინდიანას" ამჟამად 28 მოგება და 16 მარცხი აქვს. ამ წაგების შემდეგ "პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე დაქვეითდა - მას "ფილადელფიამ" გადაუსწრო. ეს "ინდიანას" 5-მატჩიანი მოგებათა სერიის დასასრული გამოდგა.

გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 23 იანვარს, სტუმრად "ფინიქსთან", ჩვენი დროით 06:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ბრუკლინი-ფილადელფია 111:117
შარლოტი-ორლანდო 83:106
კლივლენდი-ნიუ იორკი 86:106
ჰიუსტონი-ოკლაჰომა 107:112
მემფისი-ნიუ ორლეანი 116:126
მაიამი-საკრამენტო 118:113
მილუოკი-ჩიკაგო 111:98
ბოსტონი-ლეიკერსი 139:107
მინესოტა-დენვერი 100:107
ფინიქსი-სან ანტონიო 118:120
პორტლენდი-გოლდენ სტეიტი 129:124 (113:113)
მკითხველის კომენტარები / 2 /
გამარჯობათ სოსო,სულლ გაგვემარჯოს,თუმცა" თათრულ სალმით ვესალმებით" დიდ პატარა ურთიერთს საქართველოში ,ამ "გამარჯვების"- სიტყვის მფლობელნი ჩვენს დედა ენაში და ქართველთათვის გამარჯვების მსურველნი და "დავაი დავაის გავიხახით კაროჩე" მომდევნო გადამთიელის ენაზე' რატომღაც...უგუნურობითა ჩუენითა ითუოდ.... მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებია და დაეჯერება კი საქმეს და დროულ აზრთა შეჯერებას რაიმის დადებითად საწყვეტად, არც ერთი სხვა დასკვნა ერთეულების ან მარტო კაცისა გადაწყვეტილება, ვერ სჯობს სასურველი შედეგის მისაღწევად მოაზრეთათვის,ხალხის აზრის (რაც მეტნის მით უკეთესია")შეჯერებით და ცოდნა რაოდენობრივი არაფრის მარგებელია წარმოსახვითი მიმართულების გარეშე, აზროვნებისას.ასწავლიან სულელები,ჭკვიანები სწავლობენ.ბითაძისნარი დონისუმაღლესი ფარქვეშა კალათბურთელილი ენბეაში მოთამაშე ,ჯერ ქართველებს არ გვყოლია. რომ ეთამაშათ სხვა ქართველ ლეგენდარულ კალათბურთელებს ან საერთოდ ქართველ დიდ სპორტსმენებს, მსოფლიო კალათბურთელთა ამ უძლიერეს ლიგაში, შეიძლება სვანაირადაც მეთქვა,სხვა ქართველ ათლეტს ვამჯობინებდი,....საკანდელიძე მასზე სწრაფი იყო,შევლაყაძე უგრო მაღლა ხტებოდა,ტალახაძე უფრო ძლიერია,გორგოძე უფრო ძალისმიერად მებრძოლია და ასობით მაგალითის მოყვანა შემიძლია უკეთესზე უკეთესი თანამემამულისა, მჯობნზე მჯობნი არ დაილევა ქართველების წიაღიდან ჯიშ ჯილაგითა ქართულითა და დროზეც გადავიდა ევროპიდან ამ ლიგაში, მწვრთნელშია "საქმე". ტერნერიც და საბონისიც მათი ,ენბეა ლიგის საშუალო გუნდისთვის ,ნებისმიერ დივიზიონში თამშისათვის , და გუნდის ფლეი ოფში გასასვლელად საჭირო მაგარი კალათბურთელებია, მაგრამ მეტნი ვეღარ, ლიგის ლიდერები ვერ არიან და ბითაძის აფრო ამერიკელი მწვთნელი კი ქართველს არ ძლევს თამაშის დროით ქართველს მის გუნდში ლიდერის პოზიციების მცდელობასაც კი, ამჯობინებს ლიგის საშუალო დონის კალათბურთელებს ტერნერს და ზაბონისს და რაც უფრო მალე შეიგნებს (ან შეიძლება არც სურს ამის შეგნება და სტატუს ქვო აწყობს,მაგრამ გუნდის მფლობელს ვიღაცამ უნდა "მიუთითოს" ბითაძისათვის მცირე სათამაშო დროის გამო ,თუ გუნდის მფლობელს სურს მეტი დივიდენდი მიიღოს გუნდისაგან, და დარწმუნებული ვარ სურს), ბითაძის მეტი დროთ თამაშის აუცილებლობას, გუნდისთვის, ამ გუნდის ლიდერად დასამკვიდრებლაფ ლიგაში ახლო მომავალში და მით უფრო კარგი,უარესი მაინც არა, იქნება ინდიანასთვის და მატერიალურად გუნდის მფლობელისთვის. მაგრამ ეს გზაც , ბითაძის ინტენსიური დატვირთვა,ფიფთი -ფიფთია ამ გუნდისთვის , შეიძლება ბითაძეც იგივე ან ნაკლები დონის, კალათბურთელი აღმოჩნდეს ,თანაგუნდელი ცენტრებისა ,,მაგრამ ცდა ბედის მონახევრეო...არ არის გამორიცხული რომ მათ ჯობდეს მთელი თავით ბითაძემძემ კი უნდა ითამშოს და ისარჯოს სრულად, მატერიალურად ამოიქაჩება მაინც პეისერში, ან ლიგის სხვა, პლეი ოფში შემავალი გუნდში გადასვლით (თუ ინდიანაში სათამაშო დრო არ მიეცა),ავარსკვლავების მცდელობით.ნიჭით დაჯილდოვებულია ამ დღევანდელ თავის საქმეში და და მოთმინებითა შენითა და
მცირედი იღბალი ღა დარჩენია....
ოქსფორდიდან
14:40 21-01-2020
5
კაი ხანია ინდიანას თამაში აღარ მენახა და ახლა ასე სუსტ თამაშს,ნამდვილად არ ველოდი.გოგა ბითაძეს წონა აშკარად მომატებული აქვს,ხოლო ენთუზიაზმი მოკლებული.ეს ბიჭი ევროპაში ვარჯიშით თავს იკლავდა და ეტყობა ტყუილად არ ჩივის,რომ ვარჯიშები თითქმის არ აქვთ.რასაც შევხედე,აშკარად მოკლებული აქვს თავისი თავის რწმენა.ტყორცნის დროსაც ხელს ვეღარ ენდობა და რა თქმა უნდა სიზუსტე იკარგება.ვარჯიშების ნაკლებობას,თავის დროზე,ნბაში წასული სხვა ქართველებიც უჩიოდნენ.ნბა თავის წესს არ შეიცვლის და გამოსავალი ალბათ ის არის,რომ დრაფტზე გასვლა,სანამ ევროპაში ბოლომდე არ ჩამოყალიბდები და ყველაფერს ისწავლი,მანამდე არ გადაწყვიტო.ევროპაში რომ დარჩენილიყო,დარწმუნებული ვარ,გოგა გაცილებით უფრო მაგარ ფორმაში იქნებოდა და მომავალ დრაფტში, უკვე ძალიან მაღალ პოზიციაზე აირჩევდნენ.ბევრი ალბათ შემედავება და მაგალითად დონჩიჩს მოიყვანს,თუმცა დონჩიჩი 18 წლისა,უკვე ჩამოყალიბებული კალათბურთელი და ევროპის მეგავარსკვლავად წავიდა ნბაში.მას იუგოსლავიის სკოლა აქვს ბავშვობიდან გავლილი და ამპლუიდან გამომდინარე,თვითონ არის თამაშის წარმმართველი.გოგას კი ეს სკოლა ბოლომდე არა აქვს გავლილი და თანაც ამპლუით,დიდწილად სხვაზეა დამოკიდებული მისი დატვირთვა.კარგია,რომ ახალგაზრდულ ლიგაში მაინც უწევს სათამაშო პრაქტიკა,მაგრამ ეს ევროლიგის დონეს,აშკარად ჩამოუვარდება და მის კიდევ უფრო დაოსტატებას,დიდად ვერ წაადგება.
სოსო
12:34 21-01-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული