გოგა ბითაძემ "ჩიკაგოს" 10 ქულა ჩაუგდო და "ინდიანამ" ოვერტაიმში მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 იანვარს გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" შინ "ჩიკაგო ბულზს" ოვერტაიმში ანგარიშით 115:106 სძლია.

ამ მოგებაში საკუთარი წვლილი შეიტანა ქართველმა ცენტრმა, რომელმაც პარკეტზე 15:07 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 10 ქულა, 4 მოხსნა და 1 ბლოკი მოაგროვა, ხოლო ბურთი სამჯერ დაკარგა.

გოგას უფრო მეტი დრო დაეთმო წინა შეხვედრებთან შედარებით, რაც იმით არის გამოწვეული, რომ მაილს ტერნერს ტრავმა აქვს.

ბითაძემ თამაშიდან სულ 9-ჯერ ისროლა. აქედან ერთი სამიანი იყო, რომელიც ააცილა, ხოლო დანარჩენი 8 სროლა ორქულიანი იყო, საიდანაც 5 ჩააგდო.

დომანტას საბონისმა
37 წუთში 15 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. შეხვედრაში ყველაზე მეტი, 25 ქულა ინდიანელმა თიჯეი უორენმა ჩააგდო.

"პეისერსი" 31 მოგებითა და 17 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს. გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 2 თებერვალს, შინ "ნიუ იორკთან", ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ბრუკლინი-დეტროიტი 125:115
ნიუ იორკი-მემფისი 106:127
სან ანტონიო-იუტა 127:120
პორტლენდი-ჰიუსტონი 125:112
საკრამენტო-ოკლაჰომა 100:120
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯერ ბავშვია, ასე ქვია და ენბეაში დრო ეძლევა, მეტი რა ქნას. პოტენციალი აქვს და მოუმატებს, ტყვილა არ აიყვანდნენ, მალე გაიზრდება. ნეტა მასეთი ბევრი გვყავდეს. წარმატებები
vaso
22:55 30-01-2020
1
იმ ფონზე რა ცუდი დაკარგვები და გადაწყვეტილებები ქონდა სულ იკარგება ეგ 10ქულა და დიდი ამბავი ნუ გგონიათ. გულზე დაიდედ და თქვით ქართველი, რომ არ იყოს და თქვენ ინდიანას გულშემატკივარი, მოგეწონებოდათ ასეთი მალათბურთელი?
ზურა
19:46 30-01-2020
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული