დუდა სანაძის 20 ქულა "ვიტორიას" დამარცხებას არ ეყო

AutoSharing Option
დუდა სანაძემ პორტუგალიაში ისევ გაიბრწყინა. "ოლივეირენშეს" ქართველმა ლეგიონერმა პორტუგალიის ჩემპიონატის მე-19 ტურში "ვიტორიას" გასვლით შეხვედრაში 20 ქულა ჩაუგდო, თუმცა ეს მისი გუნდის გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. მატჩი გიმარაეშელებმა – 85:79 მოიგეს.

არადა, სანაძის გუნდს მეტად პრინციპული მეტოქე ჰყავდა. ორივე მეტოქეს ქულების თანაბარი ოდენობა ჰქონდა და გამარჯვებული მე-4 ადგილზე ინაცვლებდა. საქართველოს ნაკრების წევრმა, რომლის შესახებაც დღეს მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ტრავმირებული იყო, სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 38:42 წუთი გაატარა. დუდამ 9-დან 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 5-დან 4
საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე საბოლოოდ 20 ქულა, 5 პასი და 2 მოხსნა დაგროვდა.

12 მოგებითა და 7 მარცხით "ოლივეირენშე" პორტუგალიის 14-გუნდიან ლიგაში მე-5 ადგილზეა. შენმეგ ტურში, 15 თებერვალს, სანაძის გუნდი "ბარეირენშეს" უმასპინძლებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
გუშინ წერდით დამტვრეულია და ნაკრებს ვერ დაეხმარეობა. რომელს დავუჯეროთ?
ჯონდო
12:32 09-02-2020
0
5 დან 2 სამიანი ძალიან ცოტაა, სხვა კომპონენტები კიდევ არა უშავს მაგრამ 5 დან 2 სამიანი? კატასტროფაა მაგისთვის ამდენი წლის მერე. ეტყობა ბევრს ერთობა ისეთ ლიგაში გადავიდა თან.
sdfffff
20:56 09-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული