შერმადინმა 25 ქულა ჩააგდო - "იბეროსტარმა" პლეი-ოფის პირველ მატჩში იმარჯვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" საკუთარ მოედანზე ბელგიის "ოსტენდე" 85:75 დაამარცხა.

შერმადინი 25 ქულით ბომბარდირი გახდა - 24:18 წუთში 13-დან 9 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. ამას გარდა, გიორგიმ 5-ჯერ მოხსნა ბურთი და 1 პასი გააკეთა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 28-ს გაუტოლდა.

29-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP შერმადინის თანაგუნდელი მარსელინიო უერტასი გახდა.

სტუმართა გუნდში 16 ქულით საუკეთესო იანიკ დესირონი იყო.

სერია 2 მოგებამდეა. შემდეგი მატჩი 10 მარტს ბელგიაში ჩატარდება და თუ "ოსტენდემ" მოიგო, გადამწყვეტი შეხვედრა ტენერიფეში
გაიმართება.

altშერმადინის 19 ქულა "იბეროსტარს" მოსაგებად არ ეყო და თასიდან გავარდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი ხარ გიო! საქართველოს სიამაყე!
შოთა
09:39 04-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული