7 წუთსა და 45 წამში მის ანგარიშზე 9 ქულასთან ერთად 1 მოხსნაც იყო (დაცვაში). გოგამ 7 მცდელობიდან 4 ჩააგდო – აქედან ერთი სამქულიანი. აღსანიშნავია, რომ მან სამიანი 4-ჯერ ესროლა. საბოლოოდ, გოგას +/- კოეფიციენტი +17 გამოუვიდა, რაც ძალიან კარგი შედეგია. მართალია, "პეისერსი" დამარცხდა და მოგებათა 4-მატჩიანი სერია შეწყვიტა, მაგრამ გოგასთვის მიცემული დრო და მისი შედეგიანი თამაში ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ბითაძემ ინდიანელთა ძირითად ცენტრ მაილს ტერნერზე მეტი ქულა დააგროვა – არადა, ამ უკანასკნელმა მთელი 30 წუთი ითამაშა და მხოლოდ 7 ქულა ჩააგდო.
თამაში "პეისერსისთვის" ძალიან ცუდად დაიწყო: 10 წუთიც არ იყო გასული, "ინდიანა" უკვე 22 ქულით (!) აგებდა და ისე ჩანდა, რომ ბითაძის გუნდი განადგურდებოდა, მაგრამ "პეისერსი" ასე ადვილად არ დანებდა. მეორე მეოთხედში განსაკუთრებით ტი ჯეი უორენის დამსახურება იყო ის, რომ დიდ შესვენებამდე სხვაობამ მხოლოდ 2 ქულა შეადგინა.
მაგრამ მესამე პერიოდში ისტორია განმეორდა და "მილუოკი" 18 ქულით გაიქცა. მართალია, "პეისერსმა" ისევ შეამცირა სხვაობა, მაგრამ ეს აღარ იყო ისეთი ქამბექი, როგორც პირველ ტაიმში. იანისის შემდეგ "მილუოკიდან" საუკეთესო კრის მიდლტონი გახლდათ 20 ქულით, "პეისერსის" საუკეთესო კი უორენი იყო 18 ქულით.
37 მოგებითა და 25 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. შემდეგ მატჩს ბითაძის გუნდი 7 მარტს, ჩიკაგოში, "ბულსთან" გამართავს.
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით