25 ქულა და 8 მოხსნა – ნატალია ოთხმეზურმა "კასპერი" საჩემპიონო მატჩში გაიყვანა

AutoSharing Option
ნატალია ოთხმეზურის ლიდერობით “კასპერ თანდერბერდსი” ამერიკის კოლეჯთა ლიგის (NJCAA) კონფერენციის ფინალში გავიდა. 19 წლის ქართველმა გოგონამ “რეგიონ IX”-ად წოდებული კონფერენციის ნახევარფინალში თავის გუნდს “ოტერო კოლეჯთან” ულიდერა და კასპერელები საჩემპიონო მატჩში გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ რეგულარულ ჩემპიონატში “კასპერ თანდერბერდსმა” 29-დან 26 მატჩი მოიგო და წარმატებული თამაში პლეი ოფშიც გააგრძელა. ნახევარფინალურ მატჩში ოთხმეზურმა “ოტეროს” წინააღმდეგ 33 წუთი ითამაშა, რა დროშიც 25 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს. ნატალიამ 10-დან 6 სამქულიანი, 3-დან 1 ორიანი და 6-დან
5 საჯარიმო ჩააგდო. “კასპერმა” შეხვედრა 74:65 მოიგო და საუკეთესო მოთამაშედ ულაპარაკოდ ქართველი ლეგიონერი აღიარეს. გამარჯვებულთაგან 10-ქულიანი ზღვარი მხოლოდ ეშლი ტეუმ დასძლია, რომელმაც 15 ქულა მოაგროვა.

ფინალურ მატჩში კასპერელთა მეტოქე "ვესტერნ კოლეჯი" იქნება, რომელმაც ნახევარფინალში "ჯილეტ კოლეჯი" 77:63 დაამარცხა. საჩემპიონო მატჩი ჩვენი დროით 8 მარტს, გამთენიისას გაიმართება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ გოგონი, შენი წარმატებით წვლილი შეგაქვს ამერიკელებისათვეს სამშობლოს გაცნობაში.
emigranti
01:53 08-03-2020
1

სიახლეები პოპულარული