5 სამქულიანი "პორტუს" კალათში - დუდა სანაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო

AutoSharing Option
პორტუგალიის ჩემპიონატში ქართველი ლეგიონერის დახმარებით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა "ოლივეირენშემ".

ცხრილში მე-4 ადგილზე მყოფმა დუდა სანაძის გუნდმა სტუმრად მესამეადგილოსანი "პორტუ" ანგარიშით 90:78 დაამარცხა. მართალია, ამ მოგების შემდეგ გუნდებს შორის სხვაობა კვლავ დიდია და 4 ქულას შეადგენს, თუმცა მოახლოებული პლეი-ოფის წინ სახელიანი გუნდის სტუმრად დამარცხებას დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა აქვს.

სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 33:37 წუთი გაატარა. ქართველმა ლეგიონერმა 4-დან 2 ორქულიანი და 9-დან 5 სამიანი ჩააგდო. დუდამ მთლიანობაში 19 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. "ოლივეირენშელთაგან" საუკეთესო
შონ მილერი გახლდათ, რომელმაც 22 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

22 მატჩიდან 14 მოგებით სანაძის გუნდი მე-4 ადგილზე რჩება და ამ ადგილისთვის მდევარ "ვიტორიასთან" იბრძვის. მომდევნო ტურში "ოლივეირენშეს" მეტოქე კიდევ ერთი ფავორიტი "სპორტინგი" იქნება, რომელსაც დუდას გუნდი 14 მარტს უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული