ამერიკული გამოცემა: ბითაძის აყვანით "ინდიანას" ძალიან გაუმართლა

AutoSharing Option
ამერიკული გამოცემა 8points9seconds-ი სპეციალურ სტატიას უძღვნის "ინდიანა პეისერსის" ახალგაზრდა ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს და მის 2019 წელს დრაფტზე აყვანის საკითხს განიხილავს.

Sportall.ge აღნიშნული სტატიის თარგმანს გთავაზობთ:

"ტალანტების მოძიება და არჩევა იოლი საქმე არ არის. წლევანდელი დრაფტის დროს წინა წლებთან შედარებით ნაკლები ინფორმაცია იქნება და ეს მოსალოდნელს ხდის, რომ 2020 წლის დრაფტი მოულოდნელობებით გამორჩეული პროცესი იქნება.

რამდენიმე ტოპ-ტალანტს ბევრი არაფერი აქვს გაკეთებული. ლამელო ბოლმა ავსტრალიაში მხოლოდ 12 შეხვედრა ჩაატარა, ჯეიმს ვაისმენმა კი "მემფისში" 3 მატჩის თამაში მოასწრო.

რას ნიშნავს ეს "პეისერსისთვის"?

რას და იმას, რომ გასულ წელს არჩეული გოგა ბითაძე ამიერიდან დაიწყებს საკუთარი დივიდენდების გადახდას.

მის საშუალო სტატისტიკას თუ ავიღებთ, ბითაძეს კარგი წელი არ ჰქონდა. ის საშუალოდ 3.1 ქულასა და 2.0 მოხსნას აგროვებდა. ამისი მიზეზი ცოტა შანსი იყო, რაც "პეისერსის" გამოცდილი და კარგად ფუნქციონირებადი მაღლების თამაშით იყო გამოწვეული.

დებიუტანტი საშუალოდ მხოლოდ 8.4 წუთს თამაშობდა და იმ მატჩებში, სადაც შედარებით მეტი დრო მიეცა, საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი.

ორ შეხვედრაში, როცა ის საშუალოდ 20-30 წუთამდე თამაშობდა, საშუალოდ 11.5 და 6.5 მოხსნა დააგროვა.

მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ეს სეზონი წარუმატებელი იყო, "პეისერსისთვის" ბითაძის ყოლა მომავალ დრაფტზე მშვიდად ყოფნის საშუალებას ნიშნავს. ამ წელს ოქროს დრაფტი ნამდვილად არ იქნება, რადგან არც ბევრი ტალანტია და ინფორმაციის ნაკლებობაც თავის როლს ითამაშებს.

"ინდიანაში" იციან, რომ მომავალ სეზონში ბითაძის სახით მზარდი მოთამაშე ჰყავთ. კლუბმა გოგას შესახებ ყველაფერი იცის, იციან, რას წარმოადგენს, როგორ სწავლობს, ყველა დეტალი მისი თამაშისა და ის მხარეები, რომელთა განვითარებაც გაზრდისთვის სჭირდება.

გუნდში გოგას განვითარების საჭიროებებზე უფრო დიდი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე მის მოძიებას რომელიმე პოტენციური ტალანტის შესახებ შეძლებდნენ.

მალკომ ბროგდონის "ბაქსიდან" გადმოყვანის გამო "ინდიანამ" დრაფტის პირველი წრის პიკი სწორედ "მილოუკის" დაუთმო. კორონავირუსის სავარაუდო ზეგავლენის შესახებ ინფორმაციას არავინ ფლობდა, თუმცა ამ პერსექტივიდან ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო კარგ ნაბიჯად შეიძლება ჩავთვალოთ.

"პეისერსმა" გასულ წელს ბითაძის არჩევით ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ეს მოქმედება მათ ბევრ გუნდზე წინ აყენებს.

გოგას ფასი კი ამ რეალობის შემდეგ კიდევ უფრო მოიმატებს."

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგით არ არი საჭირო ამდენი ქება დიდება, ნბაშია და დაამტკიცოს, რომ ღირსია. ერთი სრული თამაში არ გამოუვა ჯამში რაც გადავიდა და არაა საჭირო ზედმეტები.
3
როგორ არ უნდა შევაქოთ ბითაძე, რომელიც შრომისმოყვარეობის,მონდომების და თავდაბლობის განსახიერებაა.ჯერ ძალიან ახალგაზრდაა განსაკუთრებით NBA-თვის.
დიდი წარმატებები წინ ელის. განვითარების ლიგაში ხომ საერთოდ ძალიან სერიოზულად წარმოაჩინა თავი. ეგ არის, რომ მაგასაც ინდივიდულური მრვრთნელი სჭირდება. დიდ წარმატებებს მიაღწევს თანდათანობით.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული