"ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ შეიძლება კარიერა "რეალში" გააგრძელოს. მისი სამსახურით "სამეფო კლუბი" დაინტერესდა, - იტყობინება "ტვიტერით" ჟურნალისტი ტომი ედუარდო.
"თორნიკე შენგელია ზაფხულში "რეალის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა და ამ მიმართულებით უკვე დაიწყო მუშაობა. შეგახსენებთ, "ბასკონიაში" მისი სეზონური ხელფასი 2.5 მილიონი ევროა, ბასკურ კლუბთან კი კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული", - წერს ტომი ედუარდო.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენგელიას გადაბირებას მილანის "ოლიმპია" ცდილობს.