მოსკოვის ცსკა-მ შენგელიას თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო - "მას რუსეთზე ცუდი არაფერი უთქვამს"

AutoSharing Option
სხვადასხვა რუსული სპორტული გამოცემა წერს, რომ მოსკოვის ცსკა "ბასკონიას" ქართველი ფორვარდით, თორნიკე შენგელიათი არის დაინტერესებული და არმიელებმა საქართველოს ნაკრების კაპიტნის თაობაზე მოლაპარაკებები ბასკურ კლუბთან დაიწყეს.

ამის პარალელურად, რუსეთში საუბარი შენგელიას შესახებ დაიწყეს და ცხადია, ხაზი მის ეროვნებას გაესვა. ქართველის შესახებ კომენტარი ცნობილმა საკალათბურთო კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ გააკეთა.

"თორნიკეს მამა თბილისის "დინამოში" თამაშობდა, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. 2011 წლის ევრობასკეტის დროს ლიეტუვაში გამოველაპარაკეთ კიდეც ერთმანეთს. ვერ ვიგრძენი, რომ მათ ოჯახს რუსეთის მიმართ რაიმე სახის ნეგატიური დამოკიდებულება აქვს.

თორნიკე არც ისე ცუდად საუბრობს
რუსულ ენაზე, მოსკოვში ჩამოსვლისას მასთან რამდენჯერმე ვისაუბრე. ჩემი აზრით, ის დადებითი, კეთილგანწყობილი და ხალისიანი ადამიანია. არასდროს მსმენია, რომ შენგელიას რუსეთზე რაიმე ცუდი ეთქვას." - დაწერა გომელსკიმ.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 24 /
არ გადასულა შენგელია ცეესკაში და არც გადავა ჭეშმარიტი ქართველია და იმიტო. არმიის კლუბში გადასვლას ვინც ემხრობით მაგ ხალხს მოგმართავთ, შეგიძლიათ ქართული პასპორტები გაცვალოთ რუსულზე, ქართველობის ნატამალი არ გაქვთ თქვენ :)
Niko
14 ივნისი 2020 20:36
13
ჯერ გადავიდეს და მერე ლანძღეთ, იქნებ სულაც ჭორია ან თვითონ უარზეა
Nick
14 ივნისი 2020 20:30
2
საქართველოს გარშემო თითქმის ყველა ქვეყანას ჩვენი სისხლი მართებს პირდაპირი გაგებით და თქვენი ლოგიკით გამოდის ქართველ სპორტსმენებს ვეღარსად უთამაშიათ.
ქართლოსი
14 ივნისი 2020 19:40
37
ზუსტად ეგაა პრორუსული ბაზარი, რომ ყველა მეზობელს მართებს ჩვენი სისხლი და ამით ამართლებ მტერთან ნორმალურ ურთიერთობას. დღეს რომ რუსეთს მართებს ჩვენი ტერიტორიაც და სისხლ8ც, რომელ სხვა ქვეყანასთანაა ეგ შესადარებელი. შაჰ აბასი და თურქ სელჩუკებია ეხლა შენთვის აქტუალური დავიჯერო?:)
Valderrama
15 ივნისი 2020 13:40
0
არც აზერბაიჯანელი წავა სათამაშოდ სომხეთში და არც სომეხი აზერბაიჯანში, მითუმეტეს რომ ორივე ქვეყანას შეიძლება ქონდეს მყარი არგუმენტები რომ ყარაბახი მათია. რუსებს კი რა არგუმენტი აქვთ? არაფერში მაგათთან არ ვტყუივართ. გამყიდველი პოლიტიკოსები, სპორტსმენები, ხელოვანები და კიდევ მრავალი ფულზე დახარბებული რომ არ გვყოლოდა და რომ არ გვყავდეს სულ სხვანაირი სიტუაცია იქნებოდა.
David
14 ივნისი 2020 20:23
3
გაუმარჯოს ღორისტანის ბევრ ფულს!!!
მწვრთნელი
14 ივნისი 2020 19:11
9
ვერასოდეს ვერ ვიგებ რა ხალისით თამაშობენ ქართველები ღორისტანში. მსგავს სიტუაციაში არც ინგლისელი არც ფრანგი არც გერმანელი და არცერთი თავმოყვარე ქვეყნის მოქალაქე არ ითამაშებდა მტრის ქვეყანაში.
David
14 ივნისი 2020 18:54
11
მივესალმები ცსკა-ში თორნიკეს გადასვლას!
იოსებ
14 ივნისი 2020 18:52
66
აბა მადრიდის რეალიო?!
???
14 ივნისი 2020 18:50
1
"ესაო, ისაო, შენი დიდი ხათრიცა მააქვს, მაგრამ არაო!"
N
14 ივნისი 2020 20:14
2
თოკო არ გადავა
14 ივნისი 2020 18:42
4
რა ცსკ რი ცსკ რეებ მიედ მოედებით, რეალი არა სჯობიან? სად რუსეთის ჩემპიონატი და სად ესპანეთის, შენა თორნიკეეე რას მიაც მააცობ მანდა ჰაა.
ქართველი
14 ივნისი 2020 18:35
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული