შენგელიამ ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა - საერთაშორისო პრესა

AutoSharing Option
სხვადასხვა რუსული, ბერძნული, თურქული და ესპანური გამოცემის მიხედვით, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოველებმა თოკოს სანაცვლოდ "ბასკონიას", დაახლოებით, 1,5 მილიონი ევრო გადაუხადეს და კალათბურთელთანაც შეათანხმეს პირადი კონტრაქტის საკითხები.

შენგელია 2019/20 წლების ევროლიგის სეზონში საშუალოდ 15,9 ქულას, 5,6 მოხსნასა და 2,9 გადაცემას აგროვებდა. თოკო უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში "ბასკონიას" რიგებს იცავდა და გუნდის კაპიტანი იყო.

მკითხველის კომენტარები / 114 /
სამწუხარო იმიტომ არის რომ ქვეყნის სახელოვანი კალათბურთელი ნაკრების ლიდერი გადადის რუსული არმიის გუნდში ვინმე მოყვარული კალათბურთელი მაჩანჩალა რუსულ გუნდში რო გადავიდეს კიდე არაუშავს მაგრამ როცა ქვეყნის სახე ხარ ამ სახეობაში უკვე სირცხვილია შენი ქვეყნის ოკუპანტების არმიის გუნდში თამაშობდე.ვერასოდეს გიგულშემატკივრებ რუსულ გუნდში და არ გამიხარდება შენი ჩაგდებული ქულები
lado
15 ივნისი 2020 14:58
8
ძალიან სამწუხაროა! თანაც ოკუპანტი ქვეყნის ოკუპანტი არმიის გუნდში...!
ვერ გამიხარდება მისი გუნდის წარმატებები და მისი კარგი თამაშიც - 31 წლის ასაკამდე მტერს უნდა ემსახურო... ძალიან სამწუხაროა...
უკრაინელები გვჯობნიან ღირსეული პოზიციით, როცა რუსულ გუნებში თამაშზეა საუბარი.
სასურველია, რომ ეს წერილები მივიდეს მასთან.
გიორგი
15 ივნისი 2020 15:33
14
40 milion in a Ukrainian kirimi erti gasrolis gareshe datmo ase rom moeshvi am marazms.
Niko
15 ივნისი 2020 18:43
15
არ მეგონა, თუკი ოდესმე ჩვენს წამყვან კალათბურთელზე (როგორიც თოკო შენგელიაა) ასეთ სიახლეს გავიგებდი... ნამდვილად არ გამიხარდა და ვერც წარმატებებს ვერ ვუსურვებ საკლუბო კარიერაში...
სიმართლე
15 ივნისი 2020 15:46
16
ქართულ სპორტში თU რამე მეწყინებოდა არ მეგონა მაგრამ .... ! თოკო ვერბოვკაზე დიდი დრო არ დაარკარგვინო ეხლა ეფ-ეს-ბეს. თავიდანვე უთხარი თანხმობა თანამშრომლობაზე და ხელი მოაუწერე ეგრევე. ყველაზე ცუდი ამბავი რაც შეიძლებოდა კალათბურთში გაგვეგო ... სამწუხაროა !!!
tt
15 ივნისი 2020 14:55
9
რა ხალხი ხართ ვინც აღშფოთებული გულშემატკივრის პოსტებს არ იწონებთ?! თოკოს მოსკოვის "სანაგვეთში" გადასვლა ზუსტავს ასახავ იმას რაც ჩვენ ხალხს ჭირს! ვერ გაგვირჩევია მტერი და მოყვარე, ყველაფერი მოსულათი ვცხოვრობთ, მერე რა ხალხს რომ გვიხოცავენ, მიწას გვართმევენ?! სამაგიეროდ ჩვენი ღვინო მიაქვთ და ბევრი ფული შემოდის, ბევრი ტურისტიც ჩამოვა, ბევრს შეჭამენ-დალევენ და ქვეყანაც გავმდიდრდებით...ვაი ჩვენს თავს! თოკო ყველაფერი კარგი ესპანურმა კალათბრურთმა მოგცა, გულშემატკივარს უყვარდი და პატივს გცემდა, განა ღირდა მაგ ლამაზი ქვეყნიდან წასვლა ამ მოსკოვში? თუ გგონია რომ ვინმე დაგაფასებს და პატივს გცემს ძალიან ცდები!რატომ ვერ ხვდები რომ მაგ ჯიშთან მარტო სპორტი არაა საქმე, გაგრევენ პროპაგანდაშიც და იწვნენ საკუთარ თავზე... მე კი გისურვებ ცხოვრებაში წარმატებებს და სიკეთეს, მაგრმამ უნდა იცოდე რომ ქართველებს მაგრად გვატკივე გული...
პაატა
15 ივნისი 2020 15:44
14
ყველას სახელით ნუ ლაპარაკობ! მე პირადად გამიხარდა მისი მსოფლიოს უძლიერეს გუნდში გადასვლა, თანაც შემეძლება მისი თამაშის ყურება დარბაზში.
მოღალატე ქართველი)
15 ივნისი 2020 16:30
26
ტფუი......... სიტყვები ზედმეტია.
roma bejanidze
15 ივნისი 2020 15:33
12
თუ ევროლიგის ან ჩემპიონთა თასის მოგება გინდოდა რეალთან ერთად ვერ მოიგებდი? რუსული არმიის გუნდში თამაში არჩიე,რისთვის? ქართველი რეალში!რამხელა სახელი იქნებოდა ქვეყნისთვის.გულდასაწყვეტი და გაუგებარია!ამის მერე საქართველოს ნაკრების კაპიტანი როგორ უნდა იყო?
ნუკრი
15 ივნისი 2020 15:26
15
მერე ფული???))))
გიორგი
15 ივნისი 2020 19:40
0
სამწუხაროა !
Levan1
15 ივნისი 2020 14:40
12
ახლა საბოლოოდ მივხვდი, რა განსხვავებაა დიდ სპორტსმენსა და უბრალოდ წარმატებულ სპორტსმენს შორის - მივხვდი ზაზა ფაჩულიასა და თოკო შენგელიას მაგალითებზე. განა ზაზა ოდესმე ასეთ რამეს გააკეთებდა, რომც შეეთავაზებინათ? კაცი უძლიერეს ლიგაში წავიდა და ნბა-ს 2 ბეჭედი დადო, თანაც საქართველოს სახე იყო შორეულ ამერიკაში! და ამ დროს თოკო, რომელზეც ქომაგებს მზე და მთვარე ამოგვდიოდა, ასეთ ნაბიჯზე მიდის და რუსულ/ოკუპანტების არმიას კოჭს უგორებს! ვაგლახ, რომ იტყვიან "ვახუშტიო, ვახუშტიო, ეს რა ბიჭი გაფუჭდიო"
სიმართლე
15 ივნისი 2020 20:19
10
სადაც ხარ,კარგად ხარ და თუ მაინც და მაინც უკეთესი გინდა,რეალიც გეპატიჟება.განა რამდენით მეტი უნდა მოგცეს ცსკამ?ესპანეთის ლიგა ხომ საუკეთესოა.
სოსო
15 ივნისი 2020 15:22
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული