მაკფადენმა საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო - "რეალი" ჯგუფში ჩარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა ენდესის ფინალური ეტაპი სენსაციით დასრულდა - ჩემპიონი "რეალი" პლეი-ოფში ვერ გავიდა.

B ჯგუფში საქართველოს ნაკრების კალათბურთელის ტედ მაკფადენის "ბურგოსმა" დაძაბულ ბრძოლაში 88:86 სძლია "ანდორას" და მეორე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი მასპინძელმა "ვალენსიამ" დაიკავა. "რეალი" კი ჯგუფში ჩარჩა.

მაკფადენმა 26:25 წუთში 13 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო), 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 11 იყო.

მართალია, მან 6 სამიანიდან მხოლოდ 1 ჩააგდო, მაგრამ ეს ერთ რამედ ღირდა - მოედნის საკუთარი ნახევრიდან
ბოლო წამზე ჩააგდო.

ნახევარფინალები 28 ივნისს გაიმართება: "ვალენსია" თორნიკე შენგელიას "ბასკონიას", ხოლო "ბარსელონა" "ბურგოსს" დაუპირისპირდება. ფინალი 30 ივნისს ჩატარდება.


მკითხველის კომენტარები / 2 /
დიქსონი ნაკრებისთვის შეუცვლელ ფიგურად იქცა, მაგრამ მაკფადენის ნაკრებში გამართულმა ბოლო თამაშმა სერბებთან და ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში ასპარეზობამ ზუროსს შეიძლება დიდი თავსატეხი გაუჩინოს. უკვე რთული ამოსარჩევია, თუკი ანდრონიკაშვილი დაიხვეწება გათამაშებაში, მაკფადენის მე-2 ნომერზე დაყენებაზე ფიქრი თავისუფლად შეიძლება.
კალათბურთის გულშემატკივარი
10:12 27-06-2020
0
ჯენინგსის დამატებას ამის დამატება ნამდვილად სჯობს.მშვენიერი კალათბურთელია.ჩვენი დასაწუნი არაფერი სჭირს.რაც შეეხება დიქსონს,აღარ მგონია ჩვენთან ითამაშოს.
master
15:57 27-06-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული