გაირკვა რატომ ჭიანურდება თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლა

AutoSharing Option
ცნობილმა კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ განმარტა, თუ რატომ გვიანდება საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლა.

"თორნიკე მედშემოწმების გასავლელად და კონტრაქტის გასაფორმებლად მოსკოვში უნდა ჩამოფრინდეს. ამჟამინდელ ვითარებაში კი ეს საკმაოდ გართულებულია", - წერს გომელსკი თავის კონფერენციაში.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენგელიამ "არმიულ" კლუბთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა ჯერ ეს ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ.

როგორც იტყობინებიან, ცსკა-ს შენგელიას ტრანსფერი დაახლოებით 2 მილიონი ევრო დაუჯდა.

თორნიკე "ბასკონიაში" 2014 წლიდან ასპარეზობდა და ლიგა ენდესას მოგებაში დაეხმარა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ნეტავი ისე გაჭიანურდეს,რომ საერთოდ ჩაიშალოს.არ მემეტება ცსკასთვის.
სოსო
20:13 04-07-2020
12
გადავიდეს ცსკა-ში. ფულიც უნდა გააკეთოს და ქართული სულიც კიდევ ერთხელ უნდა შეახსენის თოკომ. რომელიც მასში ნამდვილად კარგად დევს. სხვა ჩამორჩენილ(მაგრამ გულით ნათქვამს) ყურადღება არ უნდა მუაქციოს. წარმატებები და კიდევ ერთხელ რუსეთის და მთელი ევროპის გაკვირვებას კარგი თამაშით გისურვებ
გიო
21:21 04-07-2020
47

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული