შაკილ ო'ნილი: ფაჩულიას ვაჩვენებდი, რატომ ვარ მე "დიდების დარბაზში" და არა ის

AutoSharing Option
ლეგენდარულმა კალათბურთელმა შაკილ ო'ნილმა ინტერვიუ მისცა maxim-ს და დრეიმონ გრინის პასუხად საქართველოს ნაკრების ექსკაპიტან ზაზა ფაჩულიასაც შეეხო.

დრეიმონ გრინმა თქვა, რომ "უორიორსის" საჩემპიონო გუნდი თქვენს "ლეიკერსს" დაამარცხებდა. რას ფიქრობთ ამის შესახებ?
- ჩემთვის რთულად დასაჯერებელია, რომ ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელით, მე და კობისთან ერთად სტივ კერის ბანდასთან გამკლავებას ვერ შევძლებდით.

კობი სტეფს (კარი) აიყვანდა და ყველაფერში აჯობებდა მას. ფიშერი ქლეის (ტომპსონი) ჩაიბარებდა და ხელს არ გაანძრევინებდა. ფოქსი კი დრეიმონს (გრინი) მოედნის დასატოვებლად საკმარის ჯარიმებს პირველივე ნახევარში აჰკიდებდა.

ჰორასი კი თავის სტილში
ეთამაშებოდა კევინ დურანტს. კარგი, ვაღიაროთ, დურანტი მხეცია და მის წინააღმდეგ ბევრი რამის გაკეთება არ შეგიძლია.

ბოლოს კი, მე ვაჩვენებდი ზაზა ფაჩულიას, რატომ წერია ჩემი სახელი და გვარი დიდების დარბაზში და არა მისი", - თქვა შაკიმ.

ზაზა ფაჩულიასთან ერთად "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" NBA-ს ყველა დროის რეკორდი დაამყარა რეგულარულ სეზონში მოპოვებული გამარჯვებებით. შაკილ ო'ნილი კი სამართლიანად ითვლება კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრად (თუ საუკეთესოდ არა).

მკითხველის კომენტარები / 5 /
ფაჩულია მაშინ იდგავდა ფეხს ენბიეიში, ფორმის პიკში მყოფი ფაშულია არანაკლებ წინააღმდეგბას გაუწევდა შაკის
გიორგი
08 ივლისი 2020 11:46
12
იდგავდა კი არა , იდგამდა ! გრამატიკა ისწავლე !
კახა
08 ივლისი 2020 12:23
1
როგორი "თავმდაბალი" ყოფილა ეს ოხერი :)
ირაკლი
08 ივლისი 2020 09:43
1
ზაზას პრეტენზიაც არ გამოუთქვამს დიდების დარბაზე. ამით შაკი თავის განუზომლად დიდი უპირატესობას გულისხმობს ამ წარმოსადეგ დაპირისპირებაში.
G.LA
08 ივლისი 2020 08:07
0
გასაგები, ზაზას არც არასდროს უთქვამს, რომ ამ ვერზილაზე მაგარია, ისე შენ თუ კარგი გაცი ხარ რატომ მიატოვე კობი ლეიკერსში?
hhh
07 ივლისი 2020 21:11
7

სიახლეები პოპულარული