championat.com: "რუსული არმიის" კლუბში თამაში სამარცხვინოა - რატომ გაამწარეს საქართველოში ცსკა-ს ახალწვეული

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას ცსკა-ში შესაძლო გადასვლამ საქართველოსა და რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. რუსეთის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა პორტალმა championat.com-მა გაკვირვება ვერ დამალა იმის გამო, რომ შენგელიას ტრანსფერით საქართველოში უკმაყოფილოები არიან. აღსანიშნავია, რომ წერილის ავტორი რომან დიომინი სათაურში თორნიკეს უკვე  მოსკოვური გუნდის ახალწვეულად მოიხსენიებს:

რუსული არმიის კლუბში თამაში სამარცხვინოა - რატომ გაამწარეს საქართველოში ცსკა-ს ახალწვეული
აგრესიული არაკეთილმოსურნეები აბსოლუტური უმრავლესობაა. რა არ არის ისე საქართველოში?

"საქართველოს სოციალური ქსელებისა და ინტერნეტსაიტების მომხმარებლებმა მკაცრად გააკრიტიკეს კალათბურთელი თორნიკე შენგელია, რომელიც უახლოეს ხანში შეიძლება "ბასკონიადან" ცსკა-ში გადავიდეს.

"სირ­ცხვი­ლია, რუ­სუ­ლი
არ­მი­ის გერ­ბი რომ გვაქვს მკერ­დზე. იმ არ­მი­ის, რო­მე­ლიც შენს ქვე­ყა­ნას ბომ­ბავ­და", "მონური თვითდამცირება", "საზოგადოებისთვის სილის გაწნა", "შენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, პოლიტიკა და სპორტი განუყოფელია, მტერი - ის ყველგან მტერია", - ციტირებს შენგელიას შესაძლო ტრანსფერზე მომხმარებელთა რეაქციას ინტერნეტპორტალი ambebi.ge.

უნდა ითქვას, ეს ყველაზე მკაცრი კომენტარები არაა. უარესებიც არის. უბრალოდ მათი აქ გამოქვეყნება "არაცენზურულობისა" და ზედმეტი აგრესიულობის გამო არამართებულია".

ავტორს აგრეთვე  crystalsport.ge-ზე გამოქვეყნებული კომენტარები მოჰყავს და აგრძელებს:

"ყველაზე დიდ ქართულ პორტალ sportall.ge-ზე გამოთქმული მოსაზრებები:

"სამწუხაროდ, პოლიტიკა მსოფლიოში ყველაფერზე ახდენს გავლენას. ჩემი ქვეყნის ნაკრებში არ მინდა ვიხილო კალათბურთელი, რომელიც რუსეთის სახელის განდიდებას ეცდება. შეიძლება ითქვას, რომ ცსკა უკვე კერძო კლუბია, მაგრამ ეს ხომ ასე არ არის. "გაზპრომი" რუსული კლუბების სპონსორია. 2006 წელს მათ გაყინეს თბილისი. ნებისმიერ სპორტსმენს შეუძლია, სადაც ენებება, იქ წავიდეს, მაგრამ ქართულ სახელმწიფოს უფლება აქვს, "რუსული არმიის კლუბის" წარმომადგენლებს აუკრძალოს მათი სახელით ასპარეზობა. ქართული სახელმწიფოს მტერი რუსეთია და არამარტო მისი მთავრობა (მთავრობას ხალხი ირჩევს).

"ვისმა არმიამ დაგლიჯა შენი სახელმწიფო ნაწილებად? როგორია არმიული გერბის ისტორია, რომელიც თამაშებისას შენს გულზე იქნება?".

"თუ ეს სიმართლეა და მართლა აპირებს ცსკა-ში გადასვლას, პირადად მე მისდამი ინტერესი დავკარგე და მეტად არ მინდა მისი სახელის გაგონება".

ამ საიტზე მომხმარებლებს პლუსების და მინუსების დასმა შეუძლიათ, რაც აუდიტორიის საერთო აზრის გაგების შესაძლებლობას იძლევა. შენგელიას მიმართ აგრესიულ კომენტარებს მუდმივად "აპლუსებენ" სამის ერთთან პროპორციაში (მაგალითად, 45 პლუსი 15 მინუსის წინააღმდეგ ან 75 პლუსი 25 მინუსის წინააღმდეგ).

კომენტარებში უმცირესობა მოუწოდებს, არ აურიონ ერთმანეთში სპორტი და პოლიტიკა, მიანიშნებენ იმაზე, რომ ცსკა შენგელიასთვის როგორც სათამაშო, ასევე ფინანსური თვალსაზრისით კარიერის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტს წარმოადგენს. თუმცა მათ უბრალოდ "ამინუსებენ". აი, ასე ჩაერია თორნიკეს სპორტულ კარიერაში პოლიტიკა.

კრიტიკოსებმა თითქოს დაივიწყეს, რომ რუსეთში რიგი ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ. თანაც, ცსკა-ს კალათბურთელთა გუნდში არც ისე დიდი ხნის წინ ქართველი მანუჩარ მარკოიშვილი ასპარეზობდა - 2014/15 წლების სეზონში. მაშინ ასეთი აგრესიული რეაქცია არ შეინიშნებოდა. თუმცა შენგელია ელიტური დონის მოთამაშეა. ალბათ, თანამემამულეები ასე მკაცრად ამიტომ რეაგირებენ თორნიკეს იმ კლუბში გადასვლაზე, რომელიც რუსულ არმიასთან ასოცირდება".

altთორნიკე შენგელია: ცსკა-ში თუ გადავალ, იმედია ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება

altგაირკვა რატომ ჭიანურდება თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლა

altკირილენკო: შენგელიასა და მილუტინოვის ცსკა-ში გადმოსვლამ არ გამაკვირვა

altmatchtv: ცსკა შენგელიას ტრანსფერს ამ კვირაში გამოაცხადებს

alteurobasket-მა თორნიკე შენგელია ცსკა-ს შემადგენლობაში შეიყვანა

altშენგელია? შენგელია? შენგელია? - გომელსკის კონფერენციაზე კითხვები დააყარეს

altშენგელიასთან ცსკა-ს მოლაპარაკება საწყის სტადიაზეა

altsportall.ge-მ ცსკა-სგან შენგელიას შესახებ ოფიციალური პასუხი მიიღო

altჩვენთან მოდის შენგელია - რუსული მედია აღფრთოვანებულია!

altშენგელიამ ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა - საერთაშორისო პრესა

altმოსკოვის ცსკა-მ შენგელიას თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო - "მას რუსეთზე ცუდი არაფერი უთქვამს"

altმოულოდნელი ცნობა: შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერი დროის ამბავიაო...

მკითხველის კომენტარები / 62 /
თუ წადი რუსეთში ყოველთვის წაგება. გადამწყვეტ თამაშებში
macbook pro
08 ივლისი 2020 05:09
20
თოკო, შენ ყოველთვის თავდადებული ხარ ნაკრებში თამაშის დროს, მუდამ გიგულშემატკივრებ, რადგან შენი ნამდვილი ქომაგი ვარ. Მანუჩარიც ტოპ დონის დამცველი იყო, რატომ ატეხეს ასეთი ამბავი? იმიტომ, რომ უკვე აღარ იციან რა თქვან. Ნეტა რომელი თქვენგანია თოკოზე პატრიოტი, პს ჯარისკაცებს ეს არ ეხებათ ისინი გმირები არიან. Მოგიწოდებთ, რომ ცივილურად იაზროვნოთ და შეიგნოთ ის, რომ პატრიოტობა გუნდით არ განისაზღვრებს ეს თოკოს სისხლში აქვს. Და თუ მაინც არაფერი გესმით მაშინ თოკოს მაინც ნუ შეაწუხებთ! Მუდამ მვპ.
რეზო
08 ივლისი 2020 03:06
46
და რაში გამოიხატება მისი პატრიოტიზმი? რუსეთის ჰიმნზე რომ გაიჭიმება? ასეთი უბრალო რამეები რომ არ გვესმის მიტომ ვართ ამ დღეში. ისე მაგარი სასაცილოა, დაიწყო ამერიკაში და გააგრძელო რუსეთში
ირაკლი ქუთაისელი
08 ივლისი 2020 06:33
13
თოკო, მუდამ მვპ იქნები, საქართველოს სიყვარული გულში გაქვს და სადაც გინდა იქ ითამაშე,მუდამ გიგულშემატკივრებ.
Rezi
08 ივლისი 2020 03:05
46
ისეთი ალიაქოთი ატეხეს თითქოს შენგელია რუსის ჯარს შემოუძღვა თბილისში წითელი დროშით,,,,, თითქოს შენგელია პირველია ვინც ეს ნაბიჯი გადადგა,სხვა სპორცმენებიც ხომ თამაშობდნენ რუსულ გუნდებში,ამას ხელი არ შეუშლია მათთვის ეთამაშათ საქართველოს ნაკრებში. შენგელიამ იქ უნდა ითამაშოს სადაც ჩათვლის რომ ასეა უკეთესი მისთვის და მისი სპორტული წინსვლისთვის,,, მთავარია სადაც ითამაშებს იყოს კარგ ფორმაში და გამოადგეს საქართველოს ნაკრებს მომავალ წარმატებებში,,,,,,
სებელი კობა
08 ივლისი 2020 11:16
17
უკიდეგანო ნაძირლები ხართ!სულგაყიდული ზომბები ხართ!არაფრისმაქნისები!ათამაშეთ ეხლა ერთი ადგილი და იმოქმედეთ ბიჭზე უარყოფითად!ფუ თქვენ ოროსნებო!
ომბუცმენი
08 ივლისი 2020 09:24
33
ნაძირლობაა მეტი ფულის გამო მტრის ბანაკში გადასვლა!!!!!!
sormona
08 ივლისი 2020 10:23
3
რუსეთთან კოლაბორაციონისტობის და რუსეთის მეტროპოლიად გადაქცევის მხარდაჭერაზე დიდი ნაძირლობა არ არსებობს. იფიქრე ამაზე!
rasa
08 ივლისი 2020 14:58
1
თოკო დაიკიდე ერთ ადგილზე ტვინგამოცლილი ხალხის კომენტარები , მთავრობა გვყავს პრორუსული იმაზე არაფერს ამბობენ და სპორტს პოლიტიკაში ურევენ , პუტინი მტერი როა ყველამ ვიცით მაგრამ საკალათბურთო კლუბი აქ არაფერ შუაშია . შებერე თოკო , გულით ვინც გბალოშიკობ შენთან ვართ "მზეები "დაიკიდე
Margal
08 ივლისი 2020 04:29
47
ვერ მოგიწონებთ,თორნიკე, ცსკაში თამაშს,რაღაც ღალატის ბინძური სუნი უდის შენს საქციელს.ფულის გულისთვის პრინციპებს არ უნდა უღალატო. ვერ გიგულშემატკივრებ,ყოველთვის შენი გუნდის დამარცხება გამეხარდება.
status quo
08 ივლისი 2020 10:27
7
ნეტა ზოგიერთები NBA-ში რომ ეპატიჟებით, ამერიკამ რა გაგიკეთათ რუსეთზე უკეთესი?! დამონებულები ყავხართ, უმაგათოდ მინისტრის მოადგილეც კი ვერ დაგინიშნიათ, მაგრამ 26 მაისიდან 5 დღის მერე (მანამდე არ ახსენდებათ) დამოუკიდებლობის დღეს რომ გილოცავენ, ხბოს აღფრთოვანებით ხვდებით და ვერ გაგიაზრებიათ, მონებად რომ ხართ გადაქცეული! მათ თუ არ მოგცეს ნება, წარმოებას ვერ გახსნი, ყოველ თეთრს გიკონტროლებენ! ამიტომ არ აწყობთ ისინი, ვინც რუსეთში ფულს აკეთებს, რომ ამ ფულს ვერ აკონტროლებენ, ხალხი დააჩმორეს უფულობით და პატრიოტულ გრძნობებზე თამაშობენ! 2008 წლის ომი მაკკეინმა დააწყებინა, თავისი საარჩევნო კამპანიისთვის სჭირდებოდა, როცა კარგად იცოდა, ამას რა შედეგი მოყვებოდა, ჰოდა კეთილი ინებეთ, და ამერიკასაც მოსთხოვეთ პასუხი ამ ომზე, თუ ერთი ადგილი გაქვთ!!!
!!!!!
08 ივლისი 2020 14:19
39
შენ მე გრამატიკას ვერ მასწავლი!! :)) ყოჩაღ მაგარი კაცი ხარ! მე ვერაფერს ვერ გასწავლი არც შევეცდები ღმერთმა გაგიმარჯოს შენს გზაზე მაგრამ შენი ქვეყანა არ უნდა აქილიკო ამერიკის და რუსეთის ირანის და ყველას ... ხალხს რო მიმართავ აქ მასას მაგაზე მაქვს ლაპარაკი!!!
ქართველი
08 ივლისი 2020 17:08
3
გცეულიო და ყავხართო რომ
გვეუბნები შენ სადაური ხარ ბიჭო? ან ქართული ვინ გასწავლა. მიდი მიდი აქილიკე ხო შენი ერი მიდი მაგარო კაცო!!!
ქართველი
08 ივლისი 2020 15:58
2
ყველა გამოხმაურება
ასეთი მაღალი კლასის კალათბურთელია და სხვა გუნდი ვერ მონახა ?
ტოტო
08 ივლისი 2020 11:26
7
თოკო არცერთ ნორმალურ ქართველს არ გაუხარდება შენი რუსეთში გადასვლა... შენ თუ ასე ძალიან გაინტერესებს ფული ან ევროლიგის მოგება ნება შენია.. მაგრამ ქართველებს არაფერი გვავიწყდება ევროლიგის თასი ქართველი ხალხის სიყვარულში ნუ გაცვლი.... ყველაფერი წარმავალია ქვეყანაზე მხოლოდ კაცობა და სახელი რჩება და არა ტიტულები..... მესხს დიდი არაფერი მოუგია თასების მხრივ მაგრამ დღემდე ყველას ახსოვს და ყველა აღმერთებს...... დარჩი ღირსეულ ქართველად ნუ დაუგდებ ყურს ამ აგენტებს მათ მხოლოდ ფული აინტერესებთ მეტი არაფერი....
Tokos
08 ივლისი 2020 22:48
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული