200 წელი ჩვენი არმია იცავდა; ახლა, წესით, ირანს ან თურქებს ფეხებში უნდა უცვივდებოდნენ - რა გამოხმაურება მოჰყვა championat-ის სტატიას შენგელიაზე?

AutoSharing Option
გუშინ, 7 ივლისს, უმსხვილეს რუსულ სპორტულ პორტალ championat.com-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარი იყო ქართველი გულშემატკივრის განწყობაზე თორნიკე შენგელიას ცსკა-ში სავარაუდო გადასვლაზე.

"ჩემპიონატს" sportall.ge-ს მომხმარებელთა კომენტარების ძირითადი აზრიც ჰქონდა გადმოცემული. სტატიის ავტორმა კომენტარების ანალიზზე გამოიტანა შემდეგი დასკვნა, რომ უმრავლესობის განწყობა შენგელიას ცსკა-ში გადასვლის შესახებ უარყოფითია. ასევე, ხაზი იყო გასმული, რომ ქართველებში ცსკა არმიულ გუნდთან ასოცირდება.

საინტერესოა, რას ფიქრობენ რუსი გულშემატკივრები ამ ყველაფერზე. წინასწარვე გაცნობებთ: დადებითი განწყობა იქაც ცოტაა.

ისევე, როგორც "სპორტალზე", "ჩემპიონატზეც" შეიძლება კომენტარების მოწონება ან არმოწონება. ყველაზე მეტი მოწონების კომენტარი
კი ასეთია:

"200 წელი ეს არმია იცავდა მათ. მის გარეშე ახლა ირანელებს ან თურქებს უნდა უცვივდებოდნენ მუხლებში".

ერთ-ერთმა მომხმარებელმა კითხვაც დასვა და პასუხიც მალევე მიიღო:

" - რუსეთში ხომ ქართველებიც ცხოვრობენ, რესტორნების მფლობელები და ასე შემდეგ. იმათზე რა ხდება?
- ისინი რუსები არიან. თორნიკე კი საქართველოს მოქალაქეა. ამიტომ ეწვით."

"ყველაზე სასაცილო ისაა, რომ საქართველომ თავად დაიწყო კონფლიქტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში... ისე, მაშინ ჩვენმა არმიამაც გადააჭარბა. მათი მიზანი იყო სამხრეთ ოსეთის გაწმენდა საქართველოს ჯარისგან, ჩვენები კი ისეთ აზარტში შევიდნენ, კინაღამ თბილისიც აიღეს."

"ძალიანაც კი არ გვჭირდება, თანაც მსუბუქად არაადეკვატურია."

"მახსოვს, როცა არმიელებს ხვდებოდა ბასკონია, თორნიკე არასპორტული აგრესიით გამოირჩეოდა."

"ამერიკაში უამრავი რუსი ჰოკეისტი თამაშობს - მაგრამ მათ არავინ ლანძღავს. რუსი ფეხბურთელი "შახტარში" ან კიევის "დინამოში" რომ გადავიდეს, უმრავლესობა წარმატებას უსურვებს."

აღსანიშნავია, რომ ცსკა-ს გულშემატკივრები შენგელიას გადასვლას მეგა-ტრანსფერს უწოდებენ და ბედნიერები არიან.

"სუპერ ენაძენი იქნება. მან აჩვენა, რომ მიროტიჩზე უკეთესია."

"მიხარია თოკოს ტრანსფერი. ქართველი თავის მენტალიტეტით ლიდერია და თამაშის დროს 100%-ით იხარჯება."

მთლიანობაში, გულშემატკივრის უმრავლესობა თოკოს გადასვლას მიესალმება და დადებითად უყურებს. ქართველებს კი მეტად ბუნდოვანი პოზიციები გვაქვს.

მკითხველის კომენტარები / 82 /
რა რუსეთის არმიის გუნდი, არცერთი ქართველის გადასვლა არ უნდა ქართველ ადამიანს რუსეთში. მაგალითად ფეხბურთს ავიღებდი, სადაც უამრავი ქართველის კარიერა შეიწირა რუსეთმა. დღემდე მიდის მცოცავი ოკუპაცია და ბრავო თქვენ რუსეთუმეებო ირიბად და ზოგი პირდაპირ ეთანხმებით ამ ბიჭის კარიერის დანგრევას. რუსების ლაყბობაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. მაგათ კომენტარებს ადეკვატურად როგორ მიიღებს ნორმალური ადამიანი. ეს ქართველი ბავშვების ქვეყანაა რომლებიც ახალ წარმატებულ ქვეყანას ააშენებენ რაც მტრებმა და მოღალატეებმა ლამის დაანგრიეს
Haaland
08 ივლისი 2020 12:43
13
წარმატებები თორნიკეს მე ზუსტად ვიცი რომ ცესკას ფან კლუბი მაგარი განწყობით ელოდება თორნიკეს პ.ს ისე იმ 200 წელს რაც შეეხება მაგაში ვერ მოედავები რადგან მოსისხლე მტრებს პირი ქონდათ მაშინაც და ახ,აც დაღებული როდის ჩაგვყლაპავდნენ სამწუხაროდ გვიწევს ასეთ რეალობაში ცხორება როცა სხვა გზა არ ჩანს
civi
08 ივლისი 2020 17:40
79
საქართველო როგორ "შეიერთეს",მგონი იცი.200 წელი როგორც გვიცავდნენ,იქიდან ჩანს,რომ მათგან "მიერთებული"საქართველოს სულ ცოტა მესამედი,მთელი სამხრეთი საქართველო,თურქებს დაუთმეს,ხოლო შემდეგ,სოჭი,აფხაზეთი და სამაჩაბლო,თვითონ დაიპყრეს.ეგ არის მაგათი დაცვის ფასი.ბათუმი და აჭარაც,ისევ ქართველებმა დაიბრუნეს,თორემ მაგათ არაფერში ენაღვლებოდათ.საქართველომ კი,ჯერ კიდევ 1812 წელს თავისი გმირი შვილის, პეტრე ბაგრატიონის სიცოცხლის ფასად,შეუნარჩუნა რუსეთს,ნაპოლეონთან შემდგომი ბრძოლის პერსპექტივა.მეორე მსოფლიო ომში კი,სულაც 350000 კაცამდე შეეწირა რუსეთის იმპერიის დაცვას.მადლობა 1956 წელსაც გადაგვიხადეს,1989 წელსაც,1991 წელსაც,1992 წელსაც და 2008 წელსაც.კარგი ხალხი,რუსეთშიც ბევრნი არიან,მაგრამ მათი ყველა მთავრობა,დამპყრობელია და შოვინისტი.ეგაა მაგათი იდეოლოგია
სოსო
08 ივლისი 2020 21:02
4
Warmatebebi qartvelo lomo
Amiko
08 ივლისი 2020 11:25
39
Warmatebebs gisurveb.sheni qartveloba arasodes dafgeba ehvs qvesh.
Amiko
08 ივლისი 2020 11:23
44
200 წელი თქვენი არმია იმიტომ იცავდა, რომ თქვენმა იმპერიამ ძირფესვიანად მოსპო ქართული სახელმწიფოებრივობა, ახალს არაფერს ვიტყვი უბრალოდ შეგახსენებთ: მეთვიდმეტე საუკუნიდამნ მოყოლებული ქართული წარმოშობის ოფიცრები სისხლს ღვრიდნენ რუსული იმპერიის გასაძლიუერებლად პეტრე ბაგრატიონი, რომან ბაგრატიონი, ძმები იაშვილები, კვინიტაძე, მაზნიაშვილი 1918 წლამდე და კიდე ძაან ბევრი. ბოროდინოს ბრძოლაში, რუსეთის თვის სამამულო ომში ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი ოცამდე ქართველი გენერალი ებრძოდა ნაპოლეონს. ქართული მიწის დაცვას რაც შეეხება ქართული მილიცია, ქართველი მთიელები და ყველა ვისაც ბრძოლა შეეძლო თავს არ ზოგავდა რუსეეთის იმპერიის ჯარების მხარდამხარ და ყოველთვის წინა ხაზზე იყვნენ. ამის კარგი მაგალითია ქაიხოსრო მიქელაძის და მიქელაძეების გვარის გმირობა 1853 წლის რუსეთ თურქეთის ომში აჭარისთვის ბრძოლებში. უფრო მეტს გეტყვით საქართველოდან 700000 ქართველი ვაჟკაცი წავიდა და 400000 ვერ დაბრუნდა სამამულო ომიდად. 45 წლის შემდეგ ქართველი ოფიცერბი, ჯარისკაცები იბრძოდნენ საბჭოთა კავშირის დასაცავად ყველა ცხელ წერტილში რითაც დიახაც მის ქვეყანას იცავდნენ ეს რომ ასეა ამის დამადასტურებლად მათი დამსახურებებიც გამოდგება. არაფერი არვის დასამადლებელი არ გვაქვს, ქართველებმა საკმარისი სისხლი გაიღეს საკუთარი ქვეყნის დასაცავად და სანამ რამეს იტყვის ვინმე ეს ყველაფერი გაიხსენოს რაც ძაან მოკლედ დავწერე. არაფერი მითვამს იმ მილიონი მშრომელის მიერ შექმნილ მილიარდობით მანეთის დოვლათზე, რომელიც მიითვისა რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაცვის შემდეგ.
ყველას გასაგონად
09 ივლისი 2020 13:58
5
დანარჩენი 2800 წელი რომ ჩვენ ვაკავებდით აღმოსავლეთიდან წამოსულ საფრთხეებს რუსეთისთვის და ევროპისთვის? ჩვენთან რომ დახარჯავდნენ ძალებს, ხშირად არ ყოფნიდათ ევროპაზე გადასავლელად.
აიფაქტი
09 ივლისი 2020 11:12
3
შეეშვით სპორტსმენების ფსიქოლოგიურ ზეწოლას, თითოეულ სპორტსმენს უნდა გავუფრთხილდეთ მიუხედავად იმისა რომელ გუნდში ითამაშებს, ნაკრებში გვჭირდება დახვეწილი კლასის სპორტსმენები
იაგო
08 ივლისი 2020 13:37
34
მე ადრე დავაფიქსირე ჩემი დამოკიდებულება ამ ტრანსფერზე. ვერ გამიგია ჩვენი ფეხბურთელების თურქეთში, რუსეთსა და ირანში თამაშს მივესალმებით, ხოლო კალათბურთელის არმიელთა გუნდში თამაშს ვკიცხავთ? პაატას და მასავით მოაზროვნეებს კი მინდა ვუპასუხო, რომ საქართველოს გინდათ ნებისმიერ სხვა ქვეყანას მეგობრები არ ჰყავთ, ქვეყნები ერთმანეთს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უყურებენ. თუ ვინმეს ჰგონია ამერიკას ან სხვა, რომელიმე ქვეყანას გულზე ვეხატებით ძალიან შემცდარა. მაგ ამერიკელმა კონგრესმენმა დაგვაყვედრა, 6 მილიარდამდე დოლარი დაგეხმარეთო. მერედა სად არის ეს ფული? რა აშენდა მით? რამდენი მივიდა ქართველ გაჭირვებულ მოქალაქემდე? მაგენი ქართველ ხალხს კი არ ეხმარებიან, არამედ ქრთამს უხდიან მმართველ ელიტას თავის ჭკუაზე, რომ ატრიალონ ქვეყანა. რაც უფრო ადრე მივხვდებით ზოგიერთების ასეთ ოინებს, მით მალე გვეშველება.
ჟორა
08 ივლისი 2020 16:39
47
ამ თურქების და ირანელების დამცველებს ამათზე მეტი მტერი ჩვენ ერს არ ყოლია და არც ეყოლება ფიზიკური ყოფნა არყოფნის წინაშე დააყენეს ჩვენი ერი და ქვეყანა და ეხლა რუსეთის ჯინაზე თურქებს აპრავებ და ცდილობ ისტორიაც გააყალბო და რეალობასაც წაუყრუო ბიჭო ის რუსია ერდოგანს რო აფერხებს თორე აჭარა თურქეთის იქნებოდა იმიტო რო ეგ რუსი იმაზე ბაკლანი და მტაცებელია კვიპროსს რა უქნა თურქეთმა დაშალა მარტივ მამრავლებად და საბაბი თურქული მოსახლეობის დაცვა იგივე იქნებოდა აქაც.ისედაც თურქებით სავსეა ბათუმი.პატარა ქვეყნის წარმომადგენელი დაკვირვებული და ფრთხილი უნდა იყო და არა ურაპატრიოტი და ბრიყვი აჭარა ჩვენიაო სახელმძღვანელოებში რო უწერიათ ამას თავის მიზანი და მიზეზი აქ.
zaza
08 ივლისი 2020 14:47
14
რაც კომენტარები დაწერეს რუსებმა, სხვას არც ველოდი. ილუზორულია მათ მიმართ ნდობა. თორნიკემ არჩევანი გააკეთა, გული მწყდება, რომ რუსეთის არმიის გუნდშია. ნეტავ სხვაგან წასულიყო.
მერაბი
09 ივლისი 2020 09:12
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული