ფოტო: facebook.com/cskabasket/
მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.
"თოკო დინასტიის გამგრძელებელია - მამამისი კახა სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.
საკალათბურთო განათლება უმცროსმა შენგელიამ, ფაქტობრივად, ესპანურ "ვალენსიაში" მიიღო, რომლის რიგებშიც ახალგაზრდულ ასაკში მოხვდა. შემდეგ კარიერა ბელგიაში განაგრძო და ამერიკელმა სკაუტებმა სწორედ იქ შეამჩნიეს.
NBA-ს 2012 წლის დრაფტზე ქართველი 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია და მალევე "ბრუკლინში" გაუშვა. 2 სეზონის განმავლობაში თორნიკე NBA-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ბოლოს
ევროპაში დაბრუნდა და ბოლო 6 წელი "ბასკონიას" რიგებში გაატარა. სწორედ ბასკურ კლუბში თამაშით მოიპოვა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდის სტატუსიც." - წერია ცსკა-ს განცხადებაში.
"არმიელთა" საიტი ქართველი კალათბურთელის პირველ კომენტარსაც აქვეყნებს:
"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ."
ცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ
ერის და ქვეყნის ყპატივცემულობა უნდა იყოს დასჯადი, ამ სიტუაციაში კი სასჯელი უნდა იყოს ნაკრებიდან გაშვება და იბედნიეროს იქ ჟანგიან დერჟავაში და გააბედნიეროს გალერის მონები !!!!!!
სხვა ახალგაზრდებს გავუხსნათ კარები ნცაა-ში ბევრი ახალგაზრდაა და მიეცეთ მათ შანსი . ცსკას კალათბურთელს არ აქვს მორალური უფლება ნაკრების ფორმით ქართულ ჰიმნზე დგომის უფლება!!!
გეორგიევსკის ბაფთის მკერდზე გაკეთება არ დაგავიწყდეს, მავოზლეუმშიც მიდი და პატივი მიაგეს ბელადის გვამს.
აწმყო - შენ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხარ (ჯერჯერობით მაინც), შენ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი ხარ (ამ ეტაპზე), შენ ჩვენი ნაკრების ღერძი და საქართველოს სახე ხარ მოქმედ კალათბურთელებს შორის (ამჟამად). თუმცა, აწი:
წარსული - შენ უამრავი ქართველის კერპი იყავი და მათი გულები დაამსხვრიე, შენ საამაყო ადამიანად ითვლებოდი და საწინააღმდეგო დაამტკიცე, შენი გვჯეროდა და შენს გამო ღამეებს ვათენებდით ხოლო შენ ყველა ცალ ფეხზე დაგვიკიდე.
მომავალი - სწორედ ამიტომ: შენ ხალხის სიყვარულს დაკარგავ, დიდი ალბათობით შენ ქართველი ქომაგი სტვენას აგიტეხავს, რუსეთში წასვლით შენი კარიერაც რისკის ქვეშ დადგება და ღმერთმა ნუ ჰქნას რომ "ღამურა"-ს ისტორია განმეორდეს.
ამიტომ, ერთ საღამოს დაჯექი მარტოდმარტო, დაფიქრდი კარგად და გააანალიზე თუ რა შედეგები მოჰყვება ამ ნაბიჯს თუნდაც შენი კარიერისთვის, იმაზეც იფიქრე თუ ამ დონის ცნობად ადამიანს უღირს თუ არა თანამემამულეებისთვის სულში ჩაფურთხება, იმ თანამემამულეთათვის, რომლებიც მუდამ სიამაყით იყვნენ აღვსილები და ყველგან შლიდნენ ქართულ დროშას შეძახილებით: "თოკო შენგელიააა!"
(ცსკა-ში) გადმოსვლით".
ტიკ-თოკო, ამ სიტყვებზე პასუხი ერთია:
Желаю неудачи!