თორნიკე შენგელიას "ბასკონიადან" მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას სოციალური ქსელით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. მან საქართველოს ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა.
"ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის ცსკა-ში გადასვლასთან დაკავშირებით", - წერს ზურაბიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.
შეგახსენებთ, შენგელიამ არმიულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
Თოკოც მენანება, მძიმედ დააჩნდება ჩვენი 'ჰეითერობა' მის თამაშს. Ჩვენი საკალათბურთო სიხარული უკვე წარსულია დღეს, და ისევ უპიროვნო იმედი და მოლოდინი დაგვრჩა ობლად შესანახი.