კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს - კალათბურთის ფედერაცია შენგელიას ტრანსფერს გამოეხმაურა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა:

"საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმაურება თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას და დარწმუნებულია, რომ როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებული სპორტული კარიერით და მისი ლიდერობით საქართველოს ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებებს!".

შეგახსენებთ, შენგელიამ არმიულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

altსაქართველოს პრეზიდენტისთვის შენგელიას ცსკა-ში გადასვლა მიუღებელია

alt

შენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ სათამაშოდ მივდივარ და ყველგან ქართული სულის მატარებელი ვარ

alt"არ ვიცი, საიდან დავიწყო" - შენგელია "ბასკონიას" დაემშვიდობა

altცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ

altNBA-ში გადასვლას ცსკა ხელს ვერ შეუშლის - შენგელიას ტრანსფერის დეტალები ცნობილია

alt"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

მკითხველის კომენტარები / 17 /
გურასპაული და ფედერაციავ: თქვე უვიცებო ზუსტად ეგაა პრობლემა რაზეც თქვენ წერთ რომ არ აქვს მნიშვნელობა სად ითამაშებსო!!! ჩვენი ქვეყნის ოკუპანტის არმიის გუნდია თქვენ შ.. ხომ არ გაქვთ?! შენ რომ დამოუკიდებელი ქვეყნის კალათბურთის ფედრაციის პრეზიდენტი გქვია დღეს, მაგისთვის ათასობით ქართველმა ვაჟკაცმა შესწირა თავისი სიცოცხე ამ ახვარ რუსულ ჯართან ბრძოლებში!!! თუ ასეთი ინდეფერემტულები ვიქნებით ძალიან მალე გრუზინსკი ოლქი გავხდებით და მერე დარჩებით უმუშევრები მაგ ფედერაციაში...მე შენ გეტყვი და ისეთი პროფები ხართ რომ ვინმემ დაგასაქმოდ. ამოვიდა ყელში ეს ამბავი. ვატყობ ცუდი გაგრძელება ექნება თორნიკეს ისტორიას, ნაკრების კაპიტნობა თუ არ კაპიტნობა უკვე მეორეხასრისხოვანი პრობლემაა...
პაატა
18:41 09-07-2020
17
ვიღაცამ ითამაშოს რუსეთის არმიის კლუბში, მაგრამ არ ეროვნული ნაკრების კაპიტანმა. ამას ვინც ვერ ხვდება, საუბარს აზრი არა აქვს, პირდაპირ უნდა მიასხა
ALONZO
19:58 09-07-2020
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული