championat.com: შენგელიას ჰეიტერებს ჰაერის შერხევაღა დარჩენიათ - არ არის საჭირო ნეგატიური კომენტარების წაკითხვა

AutoSharing Option
რუსული მედია თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლით აღფრთოვანებულია. განსაკუთრებით championat.com-ზე ჟურნალისტი რომან დიომინი აქტიურობს, რომელიც ამ ტრანსფერს აქტიურად უჭერდა მხარს. მან "არმიული" კლუბის მიერ ქართველი მძიმე ფორვარდის შეძენას წერილი მიუძღვნა.

ცსკა-მ ტოპ-ტრანსფერი გაჩარხა. შენგელიას ჰეიტერებს მხოლოდ ჰაერის შერხევაღა დარჩენიათ
თორნიკე, როგორც იქნა, ოფიციალურად გადაბარგდა მოსკოვში. რამდენადაც არ ეცადნენ, მოკრიტიკეებმა ვერ შეძლეს ტრანსფერის ჩაშლა.

საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდი "ბასკონიადან" ცსკა-ში გადავიდა. "არმიულმა" კლუბმა ტრანსფერის შესახებ ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა. ასე რომ, არავითარი ეჭვი აღარ შეიძლება არსებობდეს. ზოგიერთი პიროვნება შენგელიას სამშობლოში ამას ენთუზიაზმით არ
შეხვდება, მაგრამ მოთამაშემ თავისი კარიერისთვის ყველაზე მომგებიანი გადაწყვეტილება მიიღო. ჰეიტერებს მხოლოდ ჰაერის შერხევაღა დარჩენიათ.
ერთი დღის განმავლობაში ქართულ საიტებზე შენგელიას მისამართით მრავალი შეურაცხმყოფელი კომენტარი დაიწერება. ზოგიერთი გულშემტკივრისთვის არასასიამოვნოდ მისაღებია ის ფაქტი, რომ შენგელია "არმიულ" კლუბში გადავიდა. თუმცა ყველა ეს ვნებათაღელვა ადრე თუ გვიან შენელდება ან ჩაცხრება. უცვლელი რჩება ფაქტი - ცსკა-მ ევროპის მასშტაბით ტოპ-მოთამაშე ჩაიგდო ხელში, რომელმაც გუნდს დიდი სარგებელი უნდა მოუტანოს.

ცსკა შენგელიაზე იმედს სერიოზულად და დიდი ხნით ამყარებს. თორნიკემ იმისათვის, რათა საქართველოში ჰეიტერებისათვის არ მიეცა ნეგატივის ზედმეტად გადმოფრქვევის საფუძველი, საკმაოდ თავშეკავებულად და ლაკონურად ისაუბრა "არმიულ" კლუბში გადასვლის თაობაზე. მიუხედავად ამისა, შენგელიამ აღნიშნა, რომ ცსკა-ს გასაოცარი შემადგენლობა და სამწვრთნელო შტაბი ჰყავს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა ხაზი გაუსვა, რომ ქართველს რუსულ კლუბში თამაშის უზარმაზარი სურვილი აქვს.

შენგელიამ ადრე განაცხადა, რომ ცსკა-ში გადასვლა არანაირად არ აისახება მშობლიური საქართველოსადმი მის სიყვარულზე. რა თქმა უნდა, ეს სიტყვები მოკრიტიკეებისათვის (критиканов-ებად მოიხსენიებს) არაფერს ნიშნავს. თუმცა ჰეიტერების მოსაზრებაზე ყურადღების მიქცევა არ ღირს. არ არის საჭირო ყველა ამ ნეგატიური კომენტარის წაკითხვა. ისინი არაფერს ნიშნავს და არაფერზე ახდენს გავლენას. ცსკა-მ ელიტური მოთამაშის ტრანსფერი გაჩარხა. ეს ვირტუალური სამყარო კი არა, არამედ რეალობაა, რომელსაც მართლაც აქვს მნიშვნელობა".

alt"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

altშენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ სათამაშოდ მივდივარ და ყველგან ქართული სულის მატარებელი ვარ

altკაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს - კალათბურთის ფედერაცია შენგელიას ტრანსფერს გამოეხმაურა

altგადაცემა "სპორტალი" - კახა შენგელია: მიუხედავად ევროლიგის აკრძალვისა, ცსკა თოკოს ნაკრების ყველა თამაშზე გამოშვებას დაპირდა [VIDEO]

altchampionat.com: "რუსული არმიის" კლუბში თამაში სამარცხვინოა - რატომ გაამწარეს საქართველოში ცსკა-ს ახალწვეული

მკითხველის კომენტარები / 33 /
პირადად მე იმ კატეგორიას მივეკუთვნები,რომელსაც ნამდვილად არ გახარებია შენგელიას ამ კლუბში გადასვლა, მაგრამ მეორეა სპორტული მხარე და რეალობა, რომელსაც ვერ გავექცევით - როგორც თვითონ ამბობს, ინტერესი ცსკას გარდა სხვა კლუბს არ გამოუჩენია. რეალი შარშან აქტიურობდა და წელს უკვე აღარ მიუმართავს მისთვის. არც სხვა ვინმე დაინტერესებულა, ამიტომ რაც ჰქონდა რეალური ვარიანტი მატერიალური პირობებით და პლიუს დიდი პოპულარობით, იმას დათანხმდა. პირადად ჩემი აზრით , ბევრად უკეთესი იქნებოდა ესპანურ გრანდში ეთამაშა.ეხლა უკვე მის კრიტიკას აზრი აღარა აქვს, მაგრამ გულშემატკივრის უკმაყოფილებას ნამდვილად აქვს საფუძველი.
: )))))))
10 ივლისი 2020 10:44
9
და ბასკონია აგდებდა? პირველად ესპანეთის ჩემპიონი გახდა და ახლა აღარ ჭირდებოდა შენგელია, ამაზე უკეთესს ვის მოიყვანენ?
grisha
10 ივლისი 2020 22:29
1
პრინციპში ეგეც იგულისხმება ჩემს ნათქვამში თუ სწორად გამიგებ, მაგრამ ბასკონია რეალის ან ბარსელონას მსგავსი გრანდი არ არის. მესმის, რომ საკმაო ხანს იყო და სხვა კლუბში თამაშის სურვილი ჰქონდა, მაგრამ ჩემი, როგორც გულშემატკივრის პოზიცია ცსკაში მის გადასვლაზე როგორც ვთქვი, უარყოფითია.
: )))))))
11 ივლისი 2020 10:25
0
რაც ჩვენ თურქეთმა მიწები წაგვართვა (არ არის ოკუპანტი?) და მიითვისა, რა არ დადიხართ თურქეთში, სამკურნალოდ და სამუშაოდ? რამდენი ჩვენი ფეხბურთელები თურქეთის სხვადასხვა კლუბებში თამაშობენ ან თამაშობდნენ, მაგალითისთვის ძმები არველაძეებიც გამოდგებიან. იგივე აზერბაიჯანიც( ეგეც ოკუპანტია) ცხვირწინ გვართმევს ჩვენს ისტორიულ დავით-გარეჯს, რა იქ არ თამაშობენ ჩვენი ქართველები? რუსები, რომ ოკუპანტებია არიან რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი, მაგრამ რა ვუყოთ ზევით ჩამოთვლილ ქვეყნებს? მსახიობებს, მომღერლებს და სპორცმენებს ისეთი პროფესია აქვთ, რომ ეშურებიან დროს, რომელიც ძალიან მალე გადის და გინდა არ გინდა იქ მიდიან სადაც მეტს გადაუხდიან, აბა აქ რა აკეთონ? ყველას ოჯახები ყავთ მათ კი რჩენა და პატრონობა ჭირდებათ. ისე, რომ არ გვინდა რა? ესეთი ლაპარაკები იქ რატომ წავიდა და ესეთები.
ვახო
10 ივლისი 2020 14:41
13
მიდი თოკო თურმე ქართველი გულშემატკივარი ყოფილა მხოლოდ კრიტიკანები შენთვის და დიუმინის და ცსკას სხვა გულშემატკივრების გახარება კი პრინციპული !!!!!!

ის რომ რუსეთთან ურთიერთობა კარგა ხანია გასაეყვეტია და მათი ნიშჩებროდი ტურისტები რომლებიც მხოლოდ იმიტომ მოდიან რომ სხვაგან წასვლის ფული არ აქვთ იქვე მუხოსრანსკებში უნდა დატოვო , მაგრამ ჯერ ჩა******მა სააკაშვილმა მოხსნა ვიზა და ახლა ეს მთავრობაც აგრძელებს ამ გზას !!!!

სანამ თითოეული ქართველისთვის საქართველო არ იქნება უპირველეს ყოვლისა მანამ გვეყოლებიან ასეთი პატრიოტები როგორებიც არიან თოკო , სანიკიძე , ძმანი მისნი , რომლებიც გაუმაძღრები არიან საქმით რუსულ ფულზე და პატრიოტობა მხოლოდ ინტერვიუს მიცემა ჰგონიათ !!!

მიხაელ
10 ივლისი 2020 09:30
22
არადა ვიᲗომ ეს პატრიოტები Შანსი რო მიეცეᲗ ერᲗ წამს არ დაფიქრდებიან ისე გაიქცევიან რუსეᲗᲨი ფულის საᲨოვნელად.. :)) ბიᲭოო რა ყველა მაგარი ბიᲭები ხარᲗ კლავიატურასᲗან :D დაანებეᲗ Თოკოს Თავი და მიხედეᲗ Თქვენ Თავებს... Თოკო წარმატებებიიი
აბრეზა
10 ივლისი 2020 14:19
15
წერა ისწავლე და ისე შემოდი.
აბრეზას
10 ივლისი 2020 14:43
8
მ ე ნ ტ ა ლ უ რ ა დ ავადმყოფო ურუსებო - ,,შენგელიას ჰეიტერები,, კი არა (დემაგოგობთ ცბიერად და გგონიათ ხალხი ჰარიფია და დასცინით მაგდაგვარი ...)- რუსულ-მონღოლური, დღესაც, 21-ე საუკუნეშიც შუა საუკუნეების ავადმყოფი რუსეთის ... ჰ ე ი ტ ე რ ე ბ ი ვართ, ანუ რომელმაც საქართველოს ს ა ე რ თ ა შ ო რ ი ს ო დ აღიარებული ტერ-ბის 25 %-ტის ოკუპაცია მოახდინა და იქ ქართველთა ეთნოწმენდები განხორციელებული... და ვინც ა რ არის-ურუსეთის ჰეიტერები- უღირსი, პირადი- ცბიერი ინტერესებები აქვთ ვირთხა -ტურის ბუნებით არის... და საქართველოს ნაკრების კაპიტანს -რ ა უნდა ესაქმებოდეს იქ- თუ ფულზე და მენდლებზე არ დაფეთდა?! - ცნობისათვის- ეროვნულ-სახელმწიფო ღირსებას ვინც ფულზე გაყიდის- ის მუდამ უ პ ა ტ ი ვ ც ე მ უ ლ ო დარჩება, მედლები დაიკიდოს- ფული იშოვოს და იაროს თავისთვის ... ერის ღირსების ხ ა რ ი ს ხ ზ ე ა დამოკიდებული მისი ყოფა და მომავალი და უღირსი ქცევებით ამ ერის შვილების -ე რ ი ვერ შეიქმნება ე რ თ ი ა ნ ი, იდეურად ერთიანი, მით მძლაბრი, ზლიერი,რომ ყველა გამოწვევა დაამარცხოს და-ღირსეულ ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო შექმნას, მით პერსპექტივები ... ამიტომ მიგყავთ ქართული სპორტის ლიდერები-მოღვაწეები- რუსეთში, ე რ შ ი ღირსების, სახელმწიფო აზროვნება -პასუხისმგებლობის დაკნინებას, გაფერმკდალებას, დაუსუსურებას ცდილობთ, მით საქართველოს მაგ თქვენი შუა საუკუნეების, მით უპერსპექტივო ,,რუსულ სამყაროში,,დატოვებას, მაგრამ მაინც ა რ გაგივათ ...
გლახუნა
10 ივლისი 2020 13:07
12
გლახო, ბევრი ვერაფერი გავიგე, როგორც ყოველთვის, მაგრამ ბ-შვილი ვიყო, პირველად დაგილაიქე ამ 10 წლის განმავლობაში და რაღაცნაირად შემრცხვა...
ძველი ნაცნობი
10 ივლისი 2020 21:19
4
მე არავის ვაკრიტიკებ უბრალოდ პატრიოტიზმის ზუსტი განმარტება დავწერე ვისაც არ მოწონს არ იცის პატრიოტიზმს განმარტება, სხვათაშორის ჩემი სიტყვები არ არის მაგ განმარტბაზე მთელი მსოფლიოს მოაზროვნეებ თანხმდებიან არ ეთანხმებიან მხოლოდ მსოფლიოს მოქალაქეები ეგრედწოდებული კოსმოპოლიტები.
ზურა
10 ივლისი 2020 08:49
1
პატრიოტიზმი არის საკუთარი სამშობლოს, მამულის სიყვარული, მზადყოფნა მისი ერთგული სამსახურისა და დაცვისათვის, ზოგჯერ - პირადი და ჯგუფური ინტერესების საერთო, საქვეყნო ინტერესებისათვის სრულად დაქვემდებარების ხარჯზე.
ზურა
10 ივლისი 2020 08:44
1
რაც უფრო მეტ ფულს წამოიღებს იქიდან მით უკეთესი, მიდი თოკო მიაწექი....
L.P.S.
10 ივლისი 2020 09:21
19
ცსკა ისეა არმიის გუნდი როგორც ბათუმის დინამო ,,მილიციის,,)
ბათუმის ფანი
10 ივლისი 2020 08:56
18
კიდევ ერთხელ გილოცავ, თოკო, ჩემი მრავალრიცხოვანი მეგობრებისა და ნაცნობების სახელით , ყველა გილოცავს ამ წინსვლას, რითაც საქართველოს კიდევ უფრო გაუთქვამ სახელს!!!

ცსკა ში მოთამაშე ამერიკელები ,ლატვიელი და კიდევ მრავალი სხვა ამ ვიდეოში დაფიქსირებულ ბიჭებთან ერთად თურმე თავიანთი ქვეყნის მოღალატეები ყოფილან, ხოლო ნაც ხროვის ლეკვები და მათ ხმას აყოლილი 1-2 მოტყუებული ყოფილა თურმე საქართველოს პატრიოტი.

თორნიკეს მეათედი გაგიკეთებიათ საქართველოსთვის?

ვაი, თქვენს პატრონს, უბედურს...
გიო
10 ივლისი 2020 19:34
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული