შოთა არველაძე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერზე: მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას

AutoSharing Option
"ფახთაკორის" მწვრთნელი შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ მიაჩნია სწორად მორალისტობა, ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა.

"ისეთი ამბების თავიდან ასაცილებლად, რომელსაც თორნიკე შენგელიასთან მიმართებაში, უკვე მეორე დღეა თვალს ვადევნებთ, ვფიქრობ, ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რაზე უნდა გვქონდეს უარყოფითი რეაქცია და რაზე არა. ჩემი პოზიცია რუსეთთან და ამ სახელმწიფოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, საჯაროდ არაერთხელ გამოვხატე. იმისთვის რომ მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას, მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია თანაბრად ვრცელდებოდეს არა ერთ ან ორ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ ზოგადად, რუსეთში თამაშზე, მუშაობაზე,
ბიზნესის კეთებასა თუ ნებისმიერ აქტივობაზე.

საქართველოს ნაკრების სპონსორია VTB ბანკი და საინტერესოა, რატომ არ აღმოაჩნდა არცერთ ქართულ ბანკს იმაზე მეტი სურვილი, ვიდრე რუსულს, ყოფილიყო ნაკრების სპონსორი და მთავარი პარტნიორი. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ და შევთანხმდეთ, რა არის ჩვენთვის წითელი ხაზი და რა არა. არ მიმაჩნია სწორად მორალისტობა, ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა, მაშინ როცა რუსეთთან მიმართებაში, საერთო სამოქმედო გეგმა, როგორც საზოგადოებას არ გაგვაჩნია. მინდა თორნიკეს ყველა იმ მიზნის მიღწევა ვუსურვო, რომელიც დასახული აქვს", - წერს შოთა არველაძე "ფეისბუქზე".

მკითხველის კომენტარები / 33 /
შენგელია ბასკონიაში წელიწადში იმაზე მეტს იღებდა, რასაც საქართველოში 99,9 % ცხოვრებაში ვერ შოულობს. რამდენიმე ტიტულისა და მეტი ფულის გამო საქართველოს ნაკრების კაპიტანი რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის ღირსებას, ხაზს ვუსვავ, ღირსებას და სახელს არ უნდა იცავდეს! სპორტული კარიერა ხანმოკლეაო, ამით ამართლებენ, კალათბურთელის კარიერა შეიძლება 20 წელი გაგრძელდეს, იმ პირტიტველა ბიჭების უმრავლესობა კი, ვინც რუსეთთან ომში დაიღუპა 20 წლისაც არ იყო, სიცოცხლე ჰქონდათ მობეზრებული?!
გია
04:53 11-07-2020
26
2010 წელს დიკ ადვოკაატმა რუსეთის ნაკრებში სამუშაოდ მიგიწვიათ. თქვენ უპასუხეთ: "ჯერ არ შემიძლია, ჩვენმა ქვეყნებმა ერთმანეთს საკმაოდ დიდი ტკივილი მიაყენეს". ახლა დათანხმდებოდით?

- არც ახლა დავთანხმდებოდი და რუსეთის ნაკრებში მანამ არ ვიმუშავებ, სანამ ჩვენს ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებენ. 2008 წელს ჩემი ოჯახი თბილისში იყო, შვილები - ბათუმში. მახსოვს, როგორ გვეშინოდა ყველას, ამის დავიწყება რთულია.


მას შეეძლო შენთვის მოებაძა
G.LA
01:56 11-07-2020
11

სიახლეები პოპულარული