თორნიკე შენგელია: არავინ საუბრობს ჩემი კონტრაქტის დეტალებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა და ცსკა-ს მოთამაშემ თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში გადასვლის საინტერესო დეტალებზე ისაუბრა. თორნიკეს თქმით, მედია საშუალებები ყურადღებას არ ამახვილებდნენ მის კონტრაქტზე, რომელსაც მნიშვნელოვანი დეტალები გააჩნია. თორნიკემ ამ ყველაფერზე რადიო ჯორჯიან თაიმსთან ისაუბრა.

"პირველ რიგში მინდა ყველაფერს სპორტული დატვირთვა ჰქონდეს. ცსკა ევროპის ტოპ 3 გუნდში შედის. აქედან გამომდინარე მე რომ ევროლიგა მოვიგო უახლოეს წლებში, ამის შანსი არის უდიდესი. შესაბამისად, ეს მიმჩნია წინ გადადგმულ ნაბიჯად სპორტული კარიერის თვალსაზრისით. იყო სხვა მიზეზებიც რატომაც გადავედი, მაგრამ მათი თქმა თავის მართლებად მიმაჩნია, რისგანაც
თავს ვიკავებ.

მე ძალიან გული დამწყდება თუ ცსკა-ში გადასვლით ხალხს გული დავწყვიტე, ეს ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა. პირიქით, ყველა ჩემ ნაბიჯს წარმატებისთვის და ქართველი ხალხის სასახელოდ ვდგამ.

ქართულ დროშას ყველგან ავაფრიალებ, სადაც არ უნდა ვიყო, სადაც საშუალება მომეცემა ამას ყოველთვის ვიზამ.

იყო რაღაცები, რაც მედიამ არ აღნიშნა და ეს საწყენია. ცსკა-ს პრეზიდენტის განცხადებაზე ყურადღება არავინ გაამახვილა. მპლაპარაკებების დაწყების წინ ყველაზე მთავარი რაც იყო ის განისაზღვრა პირველ რიგში: როცა იქნება ნაკრების თამაში, მე გამოშვებაზე პრობლემა არ უნდა შემექმნას. ჩემთვის რთული იყო საქართველოს ნაკრების თამაშები ტელევიზორიდან მეყურა.

თუ ჩემთვის შემოთავაზება იქნება NBA-დან და ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს შემოთავაზება უკეთესი იქნება, აუცილებლად გადავალ. ცსკა-სთან კონტრაქტში ის პუნქტიც არის გათვალისწინებული, რომ მე ყოველ ზაფხულს შემიძლია გუნდის დატოვება."



მკითხველის კომენტარები / 56 /
თ.შენგელია კარიერისტია ...ისევე როგორც სამწუხაროდ ქართველობის დიდი ნაწილი და რაც არის ძირითადი მიზეზი იმისა,რომ ძალიან გვიჭირს თანამედროვე, ანუ დასავლური ტიპის სამართლებრივი სახელმწიფოს, მით პროგრესისა, ეკონომიკური აღორძინება , პერსპექტივების შექმნა (შედეგი 200 წლოვან ტოტალიტარულ, ანუ ძალადობა,სიძულვილი,შანტაჟი , დაშინებაზე - შიშებზე დაფუძნებული სამყაროში ყოფის...),ანუ არასახელმწიფო აზროვნებით, არასახელმწიფო პასუხისმგებლობით, პირადი ინტერესებით, ცბიერი ,ხარბი და გაიძვერა ბუნებით ... და ვის გაუგია ; მსტოვრების, კარიერისტების , ვაჭრების და ქურდების აშენებული - ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო, მით უმეტეს თანამედროვე - და ვართ არსებულ ღატაკ, უიმედო და უპერსპექტივო ყოფაში ( შეხსენებისათვის - 2012 წლისათვის საქართველო ადამიანთა ცხოვრების დონით 61- ე ადგილიდან -2020 წლისათვის -123 -ე ადგილზე ჩამოვიდა და მხოლოდ შეუქცევადი რეგრესირებით) ... დასკვნა, სანამ ს რ უ ლ ი ა დ ქართველობა,თითოეული მოქალაქე არ გ ა ი თ ა ვ ი ს ე ბ ს , არ ი ც ხ ო ვ რ ე ბ ს - ,,ჯერ ერი და სახელმწიფო ( მისი ღირსების აღიარება და დაცვით და მისთვის მუდამ შემართებით) და მერე აქედან - ის, რასაც განგება მარგუნებს ,, + ,, მტერს - მტრისას, მოყვარეს მოყვრისას,, ... მანამ - ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო არ გვექნება,მით ა რ ა ნ ა ი რ ი პერსპექტივებიც კი - ა რ ა ს ო დ ე ს (!) - ასე რთული გასაგებია ?! ... აბა, კიდევ აირჩიეთ არსებული - ივანაშვილების ვაჭრების, მსტოვრების და კარიერისტების - ,,ხელისუფლება,, ან შეეგუეთ მათ ... მხოლოდ უ ა რ ე ს ი სიღატაკე, კრიმინალი, კორუფცია, სრული უპერსპექტივობა იქნება და მთლად ა უ ტ ა ნ ე ლ ყოფაში ჩავარდებით ... მხოლოდ ღ ი რ ს ე უ ლ ი ადამიანები, ღ ი რ ს ე უ ლ ი ერი ქმნის - სახელმწიფოს, მით თავად იქმნიან პერსპექტივებს თვითგანვითარება, თვითგანმტკიცება, თვითგანვითარებისათვის... ასე რომ- ა რ უნდა გვიჭირდეს მ ი ზ ე ზ ი - რატომ.ვცხოვრობთ არსებული აუტანელი- ღატაკი- უპერსპექტივო ყოფით... მაგრამ რ ო დ ე მ ე (?!)
გლახუნა
00:29 21-07-2020
0
თუ ბიძინასთვის შეიძლება რუსეთში ფულის შოვნა შენგელიამ რა დააშავა.პრეზიდენტათ რო ირჩევთ ქალს რომელიც საქართველოს ადანაშაულებს რუსეთთან ომის დაწყებაში ესეც შეიძლება.როგორც გაწყობთ ისე ლაპარაკობთ.
თოკო ყურადღებას ნუ მიაქცევ ამ ვითომ პატრიოტებს.
12:40 12-07-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული