ვეტერან კალათბურთელთა მხარდაჭერა თორნიკე შენგელიას!

AutoSharing Option
ჩვენთვის საყვარელი კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას ევროლიგის ჩემპიონ მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ყველას თავისი აზრი აქვს, თუმცა არაერთია ზედმეტად კატეგორიული გამონათქვამიც. ძალიან თამამად მსჯელობენ პატრიოტობა-არაპატრიოტობაზე, ნაკრებიდან მოკვეთაზე და ა.შ.

ჩვენ, 1960-1970-იანი წლების თბილისის “დინამოსა” და საქართველოს ნაკრების ვეტერანები ყველას მოვუწოდებთ, გამოვიჩინოთ დიდი სიფრთხილე ერთი ადამიანის გადაწყვეტილების შეფასებასთან დაკავშირებთ. მით უმეტეს, რომ ლაპარაკია ბევრი ქართველისთვის საამაყო, საყვარელ კალათბურთელ თორნიკე შენგელიაზე, რომლის კარიერაც არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს საკუთარი ქვეყანა და ხალხი.

იგი
მებრძოლი კალათბურთელია, უკან არასოდეს დაუხევია და მიიღო თამამი გადაწყვეტილება, რომელიც წმინდა სპორტული თვალსაზრისით, საუკეთესო იყო მისი კარიერისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ თორნიკეს წინსვლა ნაკრების წარმატებაზეც პირდაპირპროპორციულად აისახება. ის ხომ ეროვნული გუნდის კაპიტანი და ლიდერია.

ვეტერანები მხარში ვუდგავართ თორნიკე შენგელიას, ვუსურვებთ წარმატებებს და გამარჯვებებს.

GBF.GE

altთორნიკე შენგელია: მე, თორნიკე შენგელია, ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან სანამ სული მიდგას

altთორნიკე შენგელია: არავინ საუბრობს ჩემი კონტრაქტის დეტალებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია

altგომელსკი: შენგელიას სტაბილური სროლა არა აქვს, სამაგიეროდ სხვა პლუსები გააჩნია

altქართველმა კალათბურთელებმა თორნიკე შენგელიას ტრანსფერთან დაკავშირებით ერთიანი ვიდეო ჩაწერეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 31 /
ვინც მაგას საქციელს უწონებთ უბრალო რამე არ გესმით. არანაირინიშვნელობა არ აქვს თქვენ მხარს დაუჭერთ თუ არა. ის ადამიანები, რომლებსაც კიდიათ თავისი ერი და არ ესმით მტერი რა არის ყოველთვის არსებობდნენ და იარსებენ ყველა ერში. მთავარი ის არის რომ ისინი ვინც არასდროს გავაპრავებთ საქართველოს ნაკრების კაპიტნის მკერდზე რუსეთის არმიის სიმბოლოებს მეტნი ვართ და შენგელია სულ რომ არავინ არაფერი დაწეროს აქ და პირადად არც უთხრას არაფერი ამას იგრძნობს. სახელი გაიტეხა და ამას დრო აჩვენებს მასაც და მის ოჯახსაც. ტიტულებიო? ის ტიტულები სახელისთვის არ უნდა? ერის უმეტესობისათვის რომ აღარ არსებობ როგორც პიროვნება რა სახელზეა ლაპარაკი? ეს აღარ შეიცვლება, იმიტომ რომ არ პრავდება ეგეთი ამბები
არტ ოვ სპორტ
13 ივლისი 2020 16:07
8
ერის უმეტესის სახელით ნუ ლაპარაკობ. ეგ თქვენ უმცირესობა ლანძღავთ, და არა ერის უმრავლესობა და გეყოთ უკვე ტვინი ნუ მოხანით.
გია ცერცვაძე
13 ივლისი 2020 21:21
13
შენ რა გააკეთე საქართველოსთვის ასე რომ ბლატაობ? ჯერ შენ თავს შეხედე და მერე ილაპარაკე თოკოზე. აგერ ნახე ის დაგიმტკიცებთ ყველას რომ ნამდვილი ქართველია და ენას ჩაიგდებთ ეგრევე. თოკო იქნება კვლავაც ჩვენი კაპიტანი და ვინც ნაკრების თამაშის დროს თოკოს სტვენას დაუწყებს ის თავადაა ნაკრების და ქვეყნის მოღალატე. აბა თუ მაგარი ხარ და შენ ხარ პატრიოტი გადი გარეთ და შაქარაშვილს მხარი დაუჭირე და სამართალი მოითხოვე მაგრამ მაგის ტრაკი არც შენ გაქვს და არც სხვას შენნაირს. უბრალოდ საცოდავები ხართ.
ირაკლი
20 ივლისი 2020 18:03
0
ებიჯო, გაჩუმდით ეს გამპრავებლები, რო ჩვენც გავჩუმდეთ, რო ბოდიალობთ რაღაცებს! "რომლის კარიერაც არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს საკუთარი ქვეყანა და ხალხი." ანუ უნიკახაში და ბასკონიაში თუ არ ვითამაშე, ჩემი ქვეყანა არ მიყვარს?! მორჩით, რა...
ვვვ
12 ივლისი 2020 21:54
4
მართალი ხარ, ძმაო! ორივე მხარე გავჩუმდეთ! და ყველამ პატივი სცეს საკუთარ თავს და მეორე მხარეს. გავჩუმდეთ და დავმშვიდდეთ. პატივი ვცეთ სამშობლოს!
გია
12 ივლისი 2020 23:42
17
სალომემ თქვა ძალიან სამწუხაროაო. ეგეც ნაცია?
გია
13 ივლისი 2020 07:47
2
ვერ ვხვდები რა საჭიროა ამდენი მხარდაჭერები, ამდერი ლაი ლაი, ვისგან იცავთ ხალხისგან? გადავიდა და ღმერთმა გაუმარჯოს ... აი რომ არაფერი დაეწერათ მაშინ მართლა შეიძლებოდა იმის თქმა რომ გადავგვარდით, წერს ის ხალხი ვინც იცის რომ რუსეთი მტერია, ოკუპანტია, და ამ დროს ნაკრების კაპიტანი რუსეთის არმიელთა რიგებში. წარმატებები შენგელიას და უკუსვლა ცსკას.........და ყველა საქართველოს არაკეთილმოსურნეს.
გიორგი 777
12 ივლისი 2020 23:20
3
რაც მეტს ილაპარაკებთ მით უარესია
ირაკლი ქუთაისელი
12 ივლისი 2020 23:18
2
თორნიკე ძმა! ამ დურაქებს ნუ მიაქცევ ყურადღებას, გადმოყრიან დორბლებს და ცოტა ხნის მერე გაჩერდებიან. შენ შენი საქმე აკეთე. წარმატება ძმაო.
გია ზუგდიდიდან
13 ივლისი 2020 09:06
33
მიდი თოკო გენაცვალე, დაუმტკიცე ვაი პატრიოტებს,რომ ცსკაში შენებური ღირსეული და ვაჟკაცური თამაშით ბევრად ასახელებ შენს საყარელ საქრთველოს, ვიდრე მათი უაზრო ბოდვებით. წარმატებით კაპიტანო.
Maor Benzion
12 ივლისი 2020 20:48
51
ჰალსტუკმჭამელებო ნაცებო, სად თქვენ და სად ჩვენი სასახელო თორნიკე შენგელია! თქვენ ხართ გამყვიდელი ქართული მიწების. გაუმარჯოს თორნიკეს ყველა საქმეში.
გიორგი სიხარულიძე
13 ივლისი 2020 00:10
38
აუუ ეს ავადმყოფი ამბები.გი -დან აქ გადმოსულაა)) ბიჭო ამას რა დონეზე აკლია უნდა იცოდეთ)))
lasha
13 ივლისი 2020 00:25
2
ძალიან მეცნობა ამ ურა პატრიოტების ხელწერა. თქვენ ის არა ხართ რუსთაველზე აქციებს, რომ მართავდით და გიჟებივით, რომ დარბოდით თან ბოქლომებს, დაათრევდით წინ და უკან. ვაი თქვენს პატრონებს ნაც სექტანტებო. თქვენნაირი უსაქმურები, რომ თორნიკეზე რამეს იტყვით მანდ უკვე დამთავრებულია თქვენი საქმე. რაც თქვენ საქართველოს დაუშავეთ თქვენი საქციელებით, კიდევ როგორ ბედავთ და თორნიკეს ეხებით უბადრუკებო. ტქვენი ერთი ადგილის საქმე არ არის ვინ სად წავა და რომელ გუნდში. თორნიკეს ასეთი ხოში ქონდა და წავიდა. ერთი ადგილები დააყენეთ ნაცებო.
სირცხვილის კორიდორი ნაცებს! გაუმარჯოს თორნიკეს!!!!!!!!!
12 ივლისი 2020 23:22
40
კაი ჩვენ ურა პატრიოტები ვართ და ერთი შენი ვინაობაც გაგვიმხილე და საქმენნი საგმირონნი შენი, გვითხარი ერთი რომელი ყარსის ციხე გაქვს აღებული))
tt
13 ივლისი 2020 00:16
2
ყარსის ციხე კი არა გაქანებული ტროლია რამიშვილის
.
13 ივლისი 2020 05:57
1
ყველა გამოხმაურება
ძირს რუსეთი , ძირს რუსული სპორტი (დოპინგით გაჟღენთილი), ძირს ნაცები, ძირს ქოცები, ძირს ბაღნარის ოპოზიცია, ძირს მევახშე ლელო.
გაუმარჯოს ქართულდროშამოხვეულ რუსეთის არმიის პოლკოვნიკ თორნიკე შენგელიას!
ALONZO
14 ივლისი 2020 15:04
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული