გუბაზ სანიკიძე: შენგელია მოღალატეა, მეშინია ამ მონობას არ მივეჩვიოთ

AutoSharing Option
ქართველმა პოლიტიკოსმა, ოპოზიციური ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ "მთავარი არხის" ეთერში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლა მოღალატეობრივ ნაბიჯად შეაფასა.

"ის ჩვენი კალათბურთელი, რუსეთში რომ გაიქცა, ქვეყნის მოღალატეა… თურმე პოლიტიკა არ არის სპორტი. სპორტზე უფრო დიდი პოლიტიკა  ქვეყანაზე არაფერია. სპორტი არის ნომერ პირველი პოლიტიკა. ამას დამტკიცება არ სჭირდება. იმიტომ, რომ დღეს სპორტით განისაზღვრება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები, ნებისმიერი მიმართულებით რომ ავიღოთ.

კაცი წავიდა რუსეთის არმიის, საქართველოს ნაკრების კაპიტანი საოკუპაციო არმიის კლუბში წავიდა. ამიტომ მეშინია, ამიტომ ვფიქრობ, რომ არ მივეჩვიოთ ჩვენ ამ მონობას,
ბოგანოობას, მოღალატეობას.

ყოველდღიურად ვხედავთ ქართული ფასეულობების ჩამონგრევას. იგივე შაქარაშვილის თემა რა არის? ეს ახვრები მივიდნენ და პატარა ბავშვი მოკლეს. აი ასეთები გახდნენ დღეს ქართველები უკვე და ეს ფაქტია,"- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მკითხველის კომენტარები / 176 /
გუბაზ შენზე მეტი მოღალატე ამ ქვეყანაში არავინ მეგულება.უპრინციპო ხაშლამისტიხარ
იოსები
26 ივლისი 2020 08:50
1
ქვეყნის ნაკრების კაპიტნობას კაცმა რუსეთის არმიის მაიორობა ამჯობინა.

ესაა და ეს!



გაგებით მოვეკიდოთ!
21 ივლისი 2020 16:35
39
რა სჯობია,იყო ნაკრების კაპიტანი და მის თამაშებზე ვერ ჩამოხვიდე ,თუ გერქვას,როგორც ამბობ რუსეთის მაიორი და შენს ნაკრებს წინ გაუძღვე,როგორც კაპიტანი?ენგელია ცსკაში თამაშის პერიოდში,დაუბრკოლებლად შესძლებს ნაკრების ყველა თამაშზე ჩამოსვლას.ფინეთის პრეზიდენტი,ურჰო კეკონენი,26 წელი მართავდა ფინეთს და ამავე დროს,ფორმალურად იყო სსრკს,აგენტი.ამით თავიდან აიცილა,ყოველგვარი კონფლიქტი სსრკსთან,დაამყარა კეთილმეზობლური ურთიერთობა და ფინეთი გადაიყვანა მსოფლიოს ყველა უფრო მაღალი შემოსავლებისა და განათლების მქონე ქვეყნების ხუთეულში.ჩვენც ვიყავით საკმაოდ განათლებული და მსოფლიოში ყველაზე უფრო მკითხველი ერი,ამდენი ვითომ ბრძოლითა და ლანძღვა გინებით კი,ყველაზე უწიგნური ერების ათეულში გადავედით.ასე რომ ეშმაკი დეტალებში იმალება და რიტორიკა კი არა,მთავარი,რეალური შინაარსია.კონტრაქტის პირობები,მართლაც იდეალურია, საქართველოს ნაკრების ინტერესებისათვის.
სოსო
22 ივლისი 2020 11:07
3
მე მაქვს უფლება ვიფიქრო ისე, როგორც მჯერა. ჩემთვის ეს კალათბურთლი არაა სამშობლოს პატრიოტი და იგი რუსული პროპაგანდის ნაწილი გახდა. იგი ჩემი ქვეყნის ნაკრების კაპიტანი არ უნდა იყოს!თქვენ კი ღმერთმა მოგახმაროთ სიკეთეში
ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი
20 ივლისი 2020 18:12
36
სანიკიძე შე საცოდავო, მამის ხსოვნას მაინც ეცი პატივი.
არც ნაცი, არც ქოცი
20 ივლისი 2020 17:39
9
ესეთი ძლიერი პოლიტიკოსი როა მაგიტოა რომ ერთ სპორცმენს ლანძღავს მეორე მიცვალებულს იყენებს და დანარჩენს აგინებს..
ეს არის საკუთარი თავის გაპიარება ნებისმიერ ფასად ბატონო გუბაზ სხვა რა დაგჩენია.. ისე თქვენ ხომ შეუქმენით უკეთესი პირობები სპორცმენებს რომ არ წასულიყვენ ოკუპქნტებში საინტერესოა ნეტა რატო მიდიან გიკვირს და შენისთანებს თავი პატრიოტები გგონიათ..
ჩორნა
20 ივლისი 2020 17:35
8
უსინდისობასაც ხომ აქვს საზღვარი, რა უბედურებაა.
გიზოგ
21 ივლისი 2020 10:21
8
შენგელია ნომრის მიცემითაც კი დააკნინეს რუსებმა, რაც პროპაგანდისტულად გამოიყენეს, როგორც ეს სჩვევიათ. 2 3 თ ე ბ ე რ ვ ა ლ ი რუსული არმიის დღეა და ზუსტად ქართველს ჩააცვეს არმიის სპორტულ კლუბში 23 ნომრიანი მაისური. თან იმიტომაც გადაიყვანეს, რომ ქართველების რაღაც ნაწილმა მაინც უგულშემატკივროს რუსულ კლუბს და რუსული საქმის გულშემატკივრობას მიაჩვიონ.
იოანე
21 ივლისი 2020 17:02
47
ამას მართალს იძახი???!!! კალათბურთს უყურებ საერთოდ???!!! ყველგან 23 ნომრიანი მაისურით, რომ თამაშობს ალბათ არ იცი!!! ცსკა -ში დაკავებული იყო ეს ნომერი , მოთამაშემ გაიხადა და თორნიკეს გადასცა პატივისცემის ნიშნად!!! რა 23 თებერვალი, რის რუსული არმია???!!! აი პროვოკაცია როგორ შეიძლება გამოაცხო არაფრისგან!!!
დათო
21 ივლისი 2020 18:17
4
როცა ადამიანის ლანძღვას აპირებ ბოლო ბოლო რამე არგუმენტი მაინც უნდა მოიშველიო.
ვის უღალატა გუბაზმა იქნებ დაწეროთ?
ან ეს მილიონი რა დაიხვიეთ ხელზე? ვის არ უნდა შოვნა, ან რომელი იტყვით უარს.
და ბოლო - ბოლო ხომ ვერ იშოვა? იმიტომ რომ დღევანდელი კალოშებით შესულს მილიონები რომ იშოვეს, მაგათ ნაირად არ წაიკუზა.
რაც შეეხება შენგელიას, მე არ ვიტყვი რაიმე ცუდს, მაგრამ დიდი შეცდომა დაუშვა, ესპანეთიდა რუსეთში ისეიც ცეესკაში როგორ გადავალ, სირცხვილია უბრალოდ.
დავკარგეთ ქართველებმა თავმოყვარეობა, პრინციპები.
las
20 ივლისი 2020 17:00
45
გუბაზისას თუ ცუდს ვერ ხედავ და მედროვეობას, მლიქვნელობას და სიხარბეს თუ პატრიოტიზმი ქვია, რაღა უნდა გელაპარაკოს ადამიანი. კაცი თავის გამორჩენისთვის რასაღარ კადრულობს და მაგის პოზიციაში მყოფმა მეტი რაღა უნდა დააშავოს.. სახელმწიფო საიდუმლო მაგან არ იცის, რომ გათქვას!
mari
20 ივლისი 2020 18:26
8
გუბაზის მოღალატეობა ვნახეთ 9 პარტიაზე გადახტომაში, პოლიტიკური ვექტორის 9–ჯერ ცვლილებაში, სადაც ფულის სუნი ეცა, იქ შეძრომაში, პრინციპების ღალატში, გავაგრძელო? რაც შეეხება შენგელიას, რატომ არ იწყებთ საქართელოს ნაკრებით, ლამის ნახევარი გუნდი რუსეთში რომ თამაშობს? საქართელოდან რუსეთში წასულ ასიეულ ათასობით კაცსაც მოღალატე უწოდეთ მაშინ, ამ დაქცეული ქვეყნის ბიუჯეტის დიდი წილი მათი გამოგზავნილით რომ ივსება...
!
20 ივლისი 2020 20:48
5
ყველა გამოხმაურება
შენს გამო, უკვე სანიკიძეებმა დაიწყეს გვარის დამალვა. რა დონემდე მიიყვანე მოგვარეები?
ვერ გაქაჩა.
29 ივლისი 2020 05:40
3
Gulbozi tu mogalates gezaxis, pativia. Cska s ver mivigeb da iq ver vugulshenatkivreb samwuxarod, magram gulbozi?
Mamuka
21 ივლისი 2020 00:02
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული