გუბაზ სანიკიძე: შენგელია მოღალატეა, მეშინია ამ მონობას არ მივეჩვიოთ

AutoSharing Option
ქართველმა პოლიტიკოსმა, ოპოზიციური ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ "მთავარი არხის" ეთერში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლა მოღალატეობრივ ნაბიჯად შეაფასა.

"ის ჩვენი კალათბურთელი, რუსეთში რომ გაიქცა, ქვეყნის მოღალატეა… თურმე პოლიტიკა არ არის სპორტი. სპორტზე უფრო დიდი პოლიტიკა  ქვეყანაზე არაფერია. სპორტი არის ნომერ პირველი პოლიტიკა. ამას დამტკიცება არ სჭირდება. იმიტომ, რომ დღეს სპორტით განისაზღვრება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები, ნებისმიერი მიმართულებით რომ ავიღოთ.

კაცი წავიდა რუსეთის არმიის, საქართველოს ნაკრების კაპიტანი საოკუპაციო არმიის კლუბში წავიდა. ამიტომ მეშინია, ამიტომ ვფიქრობ, რომ არ მივეჩვიოთ ჩვენ ამ მონობას,
ბოგანოობას, მოღალატეობას.

ყოველდღიურად ვხედავთ ქართული ფასეულობების ჩამონგრევას. იგივე შაქარაშვილის თემა რა არის? ეს ახვრები მივიდნენ და პატარა ბავშვი მოკლეს. აი ასეთები გახდნენ დღეს ქართველები უკვე და ეს ფაქტია,"- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მკითხველის კომენტარები / 176 /
ერთადერთი კაცი ვიცი მსოფლიოში, რომელმაც მილიონერობაზე უარი განაცხადა - პეტერბურგელი მათემატიკოსი პერელმანი.

მერე, იმ ქვეყანაში, რომელშიც ბოლო წლებში რამდენიმე ს ო ც დ ა უ ც ვ ე ლ ი ან პროფესიით რიგითი ყასაბიც კი მართლაც გახდა მილიონერი (რაზეც სიტყვაც არ დაგცდენიათ!), მხოლოდ გუბაზს ეკრძალებოდა ამაზე უბრალოდ ოცნებაც კი?!!

ისე, რომელი თქვენგანი იტყოდა მილიონრობაზე უარს, მით უმეტეს ისეთები, რომლებიც ამართლებთ ისედაც მ ი ლ ი ო ნ ე რ ი შენგელიას საქციელს (ეს თქვენი საქმეა) - მილიონებს კიდევ რამდენიმე წ ა ა მ ა ტ ო ს რუსეთის ა რ მ ი ი ს კლუბში გადასვლით?!!

გელა
21 ივლისი 2020 12:27
25
ყვავმა ყვავს უთხრა შე შავოოო ისეა ამის საქმე
ანი
21 ივლისი 2020 11:32
14
ძალიან გთხოვთ, ყველამ ნახეთ გუშინ მოსკოვში დამთავრებული, ვეტერანების ტურნირის ფინალი, რუსეთი და მსოფლიო ნაკრებების მონაწილეობით, ერთი ადამიანიც არ მოიძებნა მთელს რუსეთის ნაკრებში, რომ ამხანაგურ ტურნირში ნაღდი დამარცხება აეღიარებინა, სანამ მაყურებელმა ბუუუუ-ს ძახილი არ დაიწყო, ჩემპიონები ხდებოდა ის რუსეთის ნაკრები, რომელსაც თურმე, რაც ეს ტურნირი დაარსდა, ყოველ წელს მოგებული აქვს, არავი სხვას, გაიგეთ ხალხნო, რა ხალხია ესენი? თორნიკეს საქციელს მოღალატეობა არ ჰქვია, ეს ბისნესია, წესების გარეშე ბიზნესი, უფრო სიხარბეა და მეტი არაფერი, არავინ იცის, მის ადგილას როგორ მოიქცეოდა, არც მე არ ვიცი, სანიკიძემ ხომ მითუმეტეს რა იცის?!
რა კავშირი აქვს, მაგრამ მაინც...
20 ივლისი 2020 20:09
8
შენგელიაა მოღალატე და შენ კაცი? შენნაირი არაკაცი მეორე არ მეგულება ქვეყანაში
ბესო
30 მარტი 2024 10:16
0
https://m.youtube.com/watch?v=RhS0-64sQbE
ღორები
20 ივლისი 2020 23:06
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული