ამერიკული საიტი RaptorsHQ, რომელიც NBA-ის მოქმედი ჩემპიონი "ტორონტო რეპტორსის" შესახებ წერს, აქვეყნებს სტატიას, რომელშიც მომავალი დრაფტზე კანადელთა ერთ-ერთ არჩევანად ქართველ ფორვარდ სანდრო მამუკელაშვილს ასახელებს.
აი, რას წერს საიტი ქართველის შესახებ:
"სანდრო მამუკელაშვილი, მძიმე ფორვარდი, "სეტონ ჰილი", 21 წლის
მამუკელაშვილი ცაცია მძიმე ფორვარდია, რომელიც პერიმეტრიდან კარგად ისვრის. მას NBA-სთვის საჭირო ბევრი ღირსება გააჩნია და ისე ჩანს, რომ შეტევაში ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია - ბურთი კალათში სხვადასხვა ფორმით მოთავსება, ასევე პასის კარგი მანერა აქვს.
NBADraft.Net-ი მას 71-ე პოზიციაზე აყენებს, სანდრო სხვა
დიდი გამოცემების დაფაზეც ვერ ხვდება 60 კალათბურთელს შორის. ადამ ზაგორია წერდა, რომ "მამუს" Zoom-ის საშუალებით ინტერვიუ 20 კლუბთან ჰქონდა. შეისაძლოა ერთ-ერთი მათგანი "ტორონტო" ყოფილიყო?
მის მონაცემებს თუ შევხედავთ, ის განვითარებადი ფორვარდია. თუ "ტორონტო" 58-ე პიკად აირჩევს, ეს კარგი ინვესტიცია შეიძლება გამოდგეს."