რუმინული “ტარგუ ჯიუ” როგავასთვი პირველი უცხოური გუნდი იქნება. ქალაქ მურეშის გუნდი რუმინეთის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობს და გასულ, კორონავირუსის გამო დაუსრულებელ სეზონში გამართული 17 მატჩიდან 6 მოიგო. ამ შედეგით “ტარგუ ჯიუ” 16-გუნდიან ლიგა “ნაციონალაში” მე-14 ადგილზე იმყოფებოდა.
როგავამ გასულ
სეზონში სუპერლიგაში 14 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 13.1 ქულას, 4.7 მოხსნას, 4.4 პასს და 1 ჩაჭრას აგროვებდა. თითქმის ანალოგიური შედეგიანობა ჰქონდა როგავას 2018-2019 წლების სეზონშიც, რაც მის სტაბილურობაზე მიანიშნებს. ამ მომენტისთვის რუმინულ კლუბს კიდევ ერთ 1 უცხოელთან – ამერიკელ დარენ მაკლეინთან აქვს კონტრაქტი გაფორმებული. რუმინეთის უმაღლესი საკალათბურთო ლიგის დაწყება ოქტომბრის დასაწყისშია დაგეგმილი.
GBF.GE