მამუკელაშვილი: შემიძლია NBA-ის დრაფტის პირველ რაუნდში ამირჩიონ, ამიტომ...

AutoSharing Option
New York Post-თან საუბარში, ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა განაცხადა, რომ "სეიტონ ჰოლში" დაბრუნდა და NBA-ის წლევანდელ დრაფტზე არ დადგება.

"Zoom-ის" საშუალებით NBA-ის ყველა კლუბმა საკმაოდ ბევრი ინტერვიუ ჩაატარა და ქართველი ფორვარდით ორი ორგანიზაცია იყო დაინტერესებული. ისინი სანდროს მეორე რაუნდის დასაწყისში არჩევას პირდებოდნენ, თუმცა მამუკელაშვილი კოლეჯში დაბრუნდა.

"უკან დაბრუნებისას ის სიყვარული და ერთიანობა დამხვდა, რის გამოც აქიდან წასვლა უფრო რთული იყო. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ თუ ყველას ვაჩვენებ რაც შემიძლია, პირველ რაუნდში ამირჩევენ.

მინდა "სეიტონ ჰოლში" საკუთარი სახელი დავტოვო, ვაჩვენო ყველას
რა შემიძლია, გავხდე გუნდის ლიდერი და ის თამაში ვაჩვენო, რაც შარშან ვერ შევძელი.

ცხოვრებაში ყველა გადაწყვეტილება რისკის შემცველია. ახლა კი ჩემს ბიჭებთან ერთად კიდევ ერთი წლის გატარება მსურს,"- განაცხადა სანდრომ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყვითელი პრესა გახდით რა
მამუკა
23:54 02-08-2020
2
ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილებაა.ვიცი,რომ სანდრო კოლეჯში რეალურად სწავლობდა და ახლა სწავლის დამთავრებსაც შესძლებს,თანაც საკულაოდ,უკვე გაცილებით ძლიერიც იქნება დრაფტში, გაცილებით მაღალ ნომერზე გავა.
სოსო
18:09 02-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული