ბითაძეს "მაიამის" კალათბურთელი შეეჯახა და პარკეტიდან საკაცით გაიყვანეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 15 აგვისტოს NBA-ის 2019/20 წლების რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" "მაიამი ჰითს" დაუპირისპირდა და მეტოქე 17 ქულის სხვაობით დაამარცხა - 109:92.

გოგამ პარკეტზე 16 წუთი გაატარა და ამ დროში საკუთარ გუნდს 4 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 2 ბლოკი მოუტანა. ბითაძის პარკეტზე ყოფნის დროს "ინდიანამ" მეტოქეზე 9 ქულით მეტი ჩააგდო.

მატჩის მიმდინარეობისას ერთი არასასურველი ინციდენტიც მოხდა - გოგამ "მაიამის" კალათბურთელ დერეკ ჯონს ჯუნიორს სქრინი დაუყენა, თუმცა ეს უკანასკნელი ქართველს მტკივნეულად შეეჯახა და პარკეტიდან საკაცით გასაყვანი
გახდა.

"ინდიანა პეისერსმა" რეგულარული სეზონი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციაზე დაასრულა და პლეი-ოფის პირველ სტადიაზე მე-5 ადგილოსანს, დღევანდელ მეტოქე "მაიამის" შეხვდება. პირველი მატჩი 19 აგვისტოს გაიმართება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 14 /
ქართული არ იცით? სტატია ბოლომდე წავიკითხე და სანამ ვიდეო არ ვნახე, ვერ მივხვდი, გოგა დაშავდა, თუ მოწინააღმდეგე.
zurab
15 აგვისტო 2020 11:46
1
გოგა, რომ არ დაშავდა ეს მთავარია, მარა მეტოქესაც იმედია ყველაფერი რიგზე აქ თორემ იმ ბიჭს, რომ რამე სერიოზული შეემთხვეს იმხელა ფსიქოლოგიური წნეხი ექნება გოგას არ ვივი რა, ღმერთმა არ ქნას.
jjj
15 აგვისტო 2020 13:59
0
სპეციალურად წერთ ასე რომ ნანატრი კლიკები/ნახვები მოიპოვოთ?? გადარიეთ დედაჩემი ასეთი სტატიების კითხვით.
odala
15 აგვისტო 2020 12:58
2
ხვიჩა. სკოლაში გივლია საერთოდ?
ჯოყოლა
15 აგვისტო 2020 15:30
1
ზურაბი ხომ მართალია, სათაურით გვაშინებთ, გოგა დაიმტვრაო. მეორე! "გოგამ "მაიამის" კალათბურთელ დერეკ ჯონს ჯუნიორს წესების დაცვით დაუყენა სქრინი". აპა ვიდეოში რა ჩანს? მსაჯი აჩერებს თამაშს, ხელს გოგას ფარისკენ იშვერს, ესე იგი ბურთს აძლევს მაიამის. ასე არ არის? თან 2-ჯერ აჩვენებს 2 ხელით ბევრ თითებს (უნდა იფიქრო, რომ 8-8-ს) - ესე იგი აჯარიმებს გოგას.
ცოტა ყურადღებით რა, ხვიჩა...
alexandre
15 აგვისტო 2020 13:27
1
გული გამიხეთქეთ,თქვენ ვინა ხართ?
რემბოევიჩ რა მაგარი კაცი ხარ ბიჯო,როგო განიცადე,მართლა მაგარი კაცი ხარ.გენაცვალე ქართულ გულში,საგარეჯოს სიამაყე ხარ ბიჯო!!!!
Jordan beli
15 აგვისტო 2020 13:24
0
მართლა საგარეჯოელია,მამა-პაპა საგარეჯოელია და რატო გიკვირს ვერ ვიგებ,მსოფლიო დონის სპორტსმენი ერთი გვყავს საგარეჯოელებს თუ ორი?არსენა მეკოკიშვილი,ლევან თედიაშვილი-ჯერ დედამიწაზე არ დაბადებულა არცერთის მსგავსი სპორტსმენი. ქვა რო გადააგდო საგარეჯოში მსოფლიო ჩემპიონს დაეცემა თავზე,ასე რო...
რაც შეეხება გოგას-აქ ზოგი წერს მორცხვიაო,ზოგი წერს პასს არ აძლევენ სპეციალურად ტერნერის დავალებითო და რა ვიცი ,ზოგი რას და ზოგი რას.ხო აბა,ჯეიმსს რო დაუფარა ჯერ შიშისაგან არ იცოდა რემბოევჩს რა ექნა და მერე სირცხვილისაგან აწითლდა.რაც არ იცით არ უნდა თქვათ.და სუყველგან შეთქმულებებს ნუ ხედავთ რა...გოგამ თავად უკეთ იცის რა უნდა გააკეთოს.თვითონ გოგა ძალიან მადლობელია ტერნერის და საბონისის,ორივე მაგრად უდგას გვერდით,ეხმარებიან და ასწავლიან ბევრ რამეს.გოგა არ ჩქარობს და იცის რო მაგის დროც მოვა და ეს დროც მალე მოვა.ცოტა ხანში ყველა ნახავთ როგორ გამოადგება გოგას ტერნერისა და საბონისის გვერდით თამაში. მე ერთხელ ვთქვი-ნიკოლა იოკიჩის და პორზინგისის ვარსკვლაობა უნდა გადაფაროს მეთქი გოგამ და ნახავთ ცოტა ხანში რა ბიჭი გვეზდება ქართულ სპორტს. ეშინია არა დიპლიპიტო,ცოტათი რო მაინც იცნობდეთ ვისი გორისაა ამას არ იტყოდით,პირიქით მაგარი უშიშარი და ძაან ჟილკიანი ბიჭია,ეგ მიხწეულით არასოდეს დაკმაყოფილდება ყველანი დარწმუნდებით მალე!!!
წარმატებები გოგას და ყველა ქართველ ღირსეულ სპორტსმენს!!!
Jordan beli
15 აგვისტო 2020 22:30
0
Jordan beli ბითაძე მართლა საგარეჯოელია?
საგარეჯო მიხაკო,ინდიანა და ჩიკაგო
15 აგვისტო 2020 15:56
1
კარგი ბიჭია გოგა. უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ და რაც მთავარია, ველი კიდეც ამას მისგან...
თუმცა აქვს ერთი უსიამოვნო თვისება სპორტსმენისთვის - "პროფესიული სიმორცხვე" დიდი დოზითაა მასში.
თუ გახსოვთ ნაკრებშიც ასე იყო. ბოლო ევროპის ჩემპიონატის შემდეგ საკმაოდ ცუდად ჩაერთო მსოფლიოს შესარჩევებში, მაგრამ მერე მკვეთრად მოუმატა. აქაც ასეა, ნბა-ში ყველა შეცდომა უფრო ძვირად ფასობს და ცდილობს მეორეხარისხოვანი როლი რუტინულად შეასრულოს, თავზე ბევრს არ იღებს.
არადა გუნდში კარგი სიტუაციაა. ყველანი ნორმალური აზრის არიან მასზე და მომავალში ბევრს ელიან. ამ დღეებში ტერნერმაც თბილად ისაუბრა გოგაზე.
შემოვა ეხლა ის ავადმყოფი (დარსალიაა თუ ვიღაც), სიზმრებში ბოროტი ზანგების ერეგირებულ ფალოსებს რომ ხედავს და დილის 5 საათიდან რასისტულ შთაბეჭდილებებს რომ გვიზიარებს ხოლმე საიტზე )) და იტყვის - ბითაძეს შავი მწვრთნელი და კიდევ უფრო შავი თანაგუნდელები ჩაგრავენო
მაგრამ არაა ეგრე ))))))
korben dallas
15 აგვისტო 2020 17:09
11
კორბენ დალას - უკაცრავად და თქვენზე ფინთი კაცი მე ინტერნეტ სივრცეში ჯერ არ შემხვედრია თქვენი კომენტარებიდან ზიზღი ბოროტება ქლესობა არაქართველობა და ძალიან ნეგატიური ფონი მოდის ყოველთვის არ ვიცი შეიძლება ცდილობთ თანამედროვეობას აჰყვეთ ან არ ვიცი რას ემსახურება ეს თქვენი არასწორი წინადადები მაგრამ ერთი ფაქტია ძალიან ვერაგი ადამიანი ხართ.
კახა
15 აგვისტო 2020 18:19
1
დალასში მოკლეს კენედი! ასე რომ შენ გაჩერდი!
aburjga
15 აგვისტო 2020 21:50
1
ისე მოხდა ეს ყველაფერი თითქოს დერეკ ჯოუნს ჯუნიორი ბითაძეს კი არა კლდეს შეასკდა! ჯანი მაგარი მომატებული აქვს! ყოჩაღ! ცოტაც და გამბედაობაც მოემატება და ასახელებს სამშობლოს, ჩვენს საყვარელ საქართველოს!
aburjga
15 აგვისტო 2020 21:49
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული