ცსკა-ს მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა ტელეჟურნალ "Вид сверху"-სთან თორნიკე შენგელიას ტრანსფერის დეტალები გაამხილა:
"ჩვენ შენგელიას და მილუტინოვის გადმოსაყვანად შესანიშნავად ვიმუშავეთ. თორნიკეს გადმობირებას პირველად როდი ვცდილობდით. ეს უკვე მესამედ იყო. როდესაც მასთან ტელეფონზე შესაძლო ტრანსფერს განვიხილავდი, ვუთხარი: "თუ ახლა არ გადმოხვალ ჩვენთან, მაშინ ვერასოდეს ვერ გადმოხვალ".
ვფიქრობ, არ შევმცდარვართ. საჭირო დროს გავუფორმეთ კონტრაქტი. "ბასკონიასთან" ერთად ის ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ასე რომ, პირადად თოკოსა და მისი ოჯახისთვის ცვლილებების დრო დადგა".