ბურსაში მოგებულ ევროსათასო მატჩში ბურჯანაძემ 5 ქულა მიითვალა

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ” ულებ-ის ევროთასზე მორიგი მატჩი მოიგო. კანარელებმა ჯგუფის მე-3 მატჩი თურქეთში, “ბურსასფორთან” გამართეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს – 94:76.

ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე 13:06 წუთი გაატარა. ბექამ თამაშიდან განხორციელებული 3 სროლიდან 2 ჩააგდო. მის ანგარიშზე თითო ორქულიანი და სამიანი იყო, 1 შორი სროლა კი ააცილა. საბოლოოდ ბურჯანაძის ანგარიშზე 5 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. ბექამ ბურთი ერთხელ დაკარგა და ერთი ჯარიმა მიიღო.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი ჯონ შურნას ჰქონდა, რომელმაც 18 ქულა და 8
მოხსნა მიითვალა. 16 ქულა ჰქონდა ტომას დიმსას. 2 მოგებითა და 1 მარცხით გრანკანარელები 6-გუნდიანი ჯგუფის მეორე საფეხურზე არიან და 28 ოქტომბერს ჯგუფის დაუმარცხებელ ლიდერს, იტალიურ “დოლომატი ტრენტოს” უმასპინძლებენ.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული