ლიგა ენდესას მე-9 ტურში გიორგი შერმადინის "იბეროსტარი" სტუმრად 74:81 დამარცხდა "ბარსელონასთან".
შერმადინმა 27:13 წუთში 19 ქულა (12-დან 8 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო), 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 25-ს გაუტოლდა. ჩაგდებული ქულებითა და კოეფიციენტით ის ორივე გუნდში საუკეთესო იყო.
"იბეროსტარს" 7 ჩატარებულ მატჩში 6 გამარჯვება აქვს მოპოვებული, მე-5 ადგილზეა და 8 ნოემბერს "ბეტისს" უმასპინძლებს.