ლიგა ენდესას მე-10 ტურში გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" საკუთარ მოედანზე 77:73 დაამარცხა "ბეტისი".
შერმადინმა 20:57 წუთში 15 ქულა (8-დან 4 ორქულიანი, 8-დან 7 საჯარიმო), 5 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 17 იყო.
"იბეროსტარმა" 8 ჩატარებული მატჩიდან 7 მოიგო, მეორე ადგილზეა და 13 ნოემბერს სტუმრად "მანრესას" შეხვდება.