შენგელია ცსკა-ს მისი ყოფილი გუნდის ძლევაში დაეხმარა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას იმ გუნდის წინააღმდეგ მოუწია თამაში, რომლის ღირსებასაც 2014 წლიდან, 6 წლის მანძილზე იცავდა. მოსკოვის ცსკა-ს მაისურით ქართველი ფორვარდი “ბასკონიას” ევროლიგაში შეასკდა და არმიელთა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო.

მოსკოვში გამართული დაძაბული, დრამატული მატჩი, რომლის ბედიც ბოლო წუთზე გადაწყდა, ცსკა-მ 89:86 მოიგო. პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 12 ქულით იგებდნენ, თუმცა ესპანურმა გუნდმა მატჩის მიწურულს მოსაგებად გაიწია. 71:82 ჩამორჩენილმა ბასკონიელებმა გაქცევა მოაწყვეს და შეხვედრის ბოლო წუთზე ანგარიში გაათანაბრეს – 82:82. შეხვედრის დასრულებამდე დარჩენილ 40 წამში მოსკოველები გონს მოეგნენ და თამაშის სასურველი
შედეგით დასრულება მოახერხეს.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27:11 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში თორნიკემ 12 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. პასივში 4 დაკარგვა და ამდენივე ჯარიმა ჰქონდა. შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 15 შეადგინა და ის ამ მაჩვენებელში თანაგუნდელთაგან მხოლოდ დარუნ ჰილარდს ჩამორჩა, რომელმაც თავი 31 ქულას მოუყარა. ბასკონიაში 19 ქულით საუკეთესო იყო იუსუფა ფოლი, ჰიეირა ანრიმ 17 ქულა მოაგროვა.

5 მოგებითა და 3 მარცხით ცსკა 18-გუნდიან ევროლიგაში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს მოსკოველები ლიეტუვაში, კაუნასის “ჟალგირისთან” გამართავენ.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
მიდი ჟალგირის!
მიჩინიო
13:04 13-11-2020
5
ცსკას ევროლიგის ჩემპიონობა არ გეიშვა არსათ
გოგა
12:21 13-11-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული