თორნიკე შენგელიამ კალათში 11-დან 10 ჩააგდო და მატჩის MVP გახდა

AutoSharing Option
ერთიანი VTB-ლიგის მეცხრე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ პოლონეთის "ზელიონა გურა" 105:73 დაამარცხა.

შენგელიამ 18:13 წუთში 18 ქულა (8-დან 8 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა და სარგებლიანობის 23-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა. ის შედეგიანობით მხოლოდ სტუმართა გუნდის დანიელ კალათბურთელ გაბრიელ ლუნდბერგს ჩამორჩა, რომლის ანგარიშზეც 22 ქულაა.

მოსკოვური კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ შენგელია ყველგან ასწრებდა თამაშს - ფართან ზურგით მყოფი მეურვეებს ატყუებდა და შეტევაშიც სწრაფად გადადიოდა.

ცსკა 7 მოგებით მე-3 ადგილზეა და 26 დეკემბერს სტუმრად
"უნიკსს" შეხვდება, იქამდე კი, 15 დეკემბერს, ევროლიგაზე "ანადოლუ ეფესს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვულოცავ თოკოს წარმატებას. პირველი წელია და გუნდის ლიდერობას ჯერ არ იღებს თავის თავზე, ამიტომ ყველაფერი წინაა და ევროლიგის უპირველესი ვარსკვლავი გახდება. სწორედ ამიტომ იყო საჭირო მისი ტრანსფერი ძლიერ გუნდში.
ჰავლაბრელი ტიღუა
10:52 09-12-2020
12

სიახლეები პოპულარული