ქართული დერბი ყატარში: ბერიშვილის 34-მა ქულამ სანაძის 24-ს აჯობა

AutoSharing Option
ყატარის ჩემპიონატში ქართველების დუელი შედგა:

მიხეილ ბერიშვილის "ალ შამალმა" დუდა სანაძის "ალ ხორს" 102:85 სძლია, თამაში კი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთა ბენეფისად იქცა, რომელთაც ჯამში 58 ქულა ჩააგდეს.

საინტერესოა, რომ ორივე ქართველმა კალათბურთელმა შეუცვლელად - 40 წუთი ითამაშა. ბერიშვილის მონაგარი 34 ქულა, 14 მოხსნა (4 შეტევაში), 5 პასი და 1 დაფარება იყო. მიხეილმა 10-დან 6 ორქულიანი, 9-დან 7 სამქულიანი და საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო. ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 46-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში
საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
მიშა ყატარში ნორმალურია და ნაკრებსაც გამოადგება, მარა დუდას აშკარათ მეტისთვის უნდა მიეღწია, მენანება ყატარისთვის.
1

სიახლეები პოპულარული