რუმინეთის ჩემპიონატში ასპარეზობა შედეგიანად დაიწყო რევაზ როგავამ, რასაც ვერ ვიტყვით მის გუნდზე. თბილისური "ოლიმპის" ყოფილი კაპიტანი 2020-21 წლების სეზონში "ტარგუ ჟიუს" ღირსებას იცავს და მის გუნდს პირველსავე ტურში რუმინეთის მოქმედი ჩემპიონი და ახლაც ოქროს მედლის მაძიებელი "ორადეა" შეხვდა.
როგავას გუნდი 65:90 დამარცხდა. ტარგუელთა შემადგენლობაში ორი კალათბურთელი გამოირჩა - ამერიკელი კევინ ალენი და ქართველი რევაზ როგავა. ალენმა 20 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა და საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, რეზო კი მატჩში სათა
დარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა მოედანზე საკმაოდ ბევრი - 28 წუთი გაატარა და 19 ქულას 4 მოხსნა, 5 პასი, 1 დაფარება და 2 ჩაჭრა მიამატა. ქართველმა უკანახაზელმა სამქულიანები მეტისმეტად მაღალი პროცენტული სიზუსტით სტყორცნა - 7-დან 5 ჩააგდო.
მომდევნო მატჩს "ტარგუ ჟიუ" 11 დეკემბერს "ტიმიშოარას" წინააღმდეგ გამართავს.
GBF.GE