სანაძის 25 ქულა და პირველი გამარჯვება ყატარში

AutoSharing Option
სეზონის წარუმატებლად დაწყების შემდეგ დუდა სანაძის "ალ ხორმა" ყატარის ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმა. გუნდს გამარჯვებისკენ ქართველმა მსროლელმა ულიდერა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ალხორელებმა ყატარის ჩემპიონატი 3 მარცხით დაიწყეს. მე-4 ტურში სანაძის გუნდის მეტოქე "ალ რაიანი" გახლდათ, რომელიც ასევე ერთ-ერთი აუტსაიდერი იყო. შეხვედრა "ალ ხორის" გამარჯვებით - 81:76 დასრულდა, დუდა სანაძემ კი 5 პერსონალურის გამო მოედანი 34:31 წუთში დატოვა. ამ დროში ქართველმა ფორვარდმა მოახერხა საუკეთესო შედეგის დაფიქსირება: 25 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა.

ქართველმა კალათბურთელმა 16-დან 8
ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

"ალ ხორმა" 1 მოგებითა და 3 მარცხით 9-გუნდიან ყატარის ჩემპიონატში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 20 დეკემბერს ლიდერ "ალ არაბისთან" ჩაატარებს.

GBF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული