კორსანტიამ საფრანგეთში გაიბრწყინა - ორმაგი დუბლი და MVP-ის ტიტული

AutoSharing Option
გიორგი კორსანტიამ საფრანგეთში გაიბრწყინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, რომელიც საფრანგეთის რანგით მე-3 ლიგის “კაენის” ღირსებას იცავს, მოგებული მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. კაენელთა ქართველ ლეგიონერს მხოლოდ 19 წუთი დასჭირდა საიმისოდ, რომ მატჩის საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა და MVP-ის ტიტული დაემსახურებინა.

“კაენი” სტუმრად “ბეზანსონს” შეხვდა და 77:59 დაამარცხა. კორსანტია სათადარიგო იყო და მოედანზე გასული საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა. ქართველი მძიმე ფორვარდი 19 წუთზე მეტს ითამაშებდა, 5 პერსონალურის გამო მოედანი რომ არ დაეტოვებინა. აღნიშნულ დროში კორსანტიამ 11 ცდიდან 7 ორქულიანი ჩააგდო და მოგროვებულ 14 ქულას
11 მოხსნა და 1 ჩაჭრაც მოაყოლა.

საერთო სარგებლიანობის ინდექსით კორსანტია გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო. საფრანგეთის მე-3 დივიზიონის 28 გუნდი ორადაა გაყოფილი. კორსანტიას “კაენი” B ჯგუფშია და 5 ტურის შემდეგ 4 გამარჯვებით მეორე ადგილზე იმყოფება. A ჯგუფს 5 მოგებითა და 1 მარცხით გიორგი ტურძილაძის “რუეილი” ლიდერობს, რომელსაც ხანგრძლივი დასვენება აქვს და მომდევნო მატჩს 9 იანვარს ჩაატარებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
თქვენთანაც მე-3 ლიგა წერია თუ მე მეჩვენება?))
Vaja
21:31 20-12-2020
0
მე უმაღლეს ლიგაში ვთამაშობ ხოლმე, მით უმეტეს საფრანგეთში.
ddgfdf
21:30 20-12-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული