მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი და დასანანი მარცხი ოვერტაიმში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა" Big East-ის კონფერენციაში პირველი მარცხი განიცადა. "პირატების" მეტოქე "პროვიდენსი" გახლდათ და გამარჯვებულის გარკვევას დამატებითი დრო დასჭირდა. ძირითადი დრო 72:72 დასრულდა, ხოლო ოვერტაიმში "პროვიდენსელებმა" იძალეს და 80:77 გაიმარჯვეს.

მამუკელაშვილი სეტონჰოლელთაგან საუკეთესო იყო. ძირითადი დროის დასრულებამდე 8 წამით ადრე მან ულამაზესი ჩატენვითა და ამას მოყოლილი საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა – 72:72.  მორიგი ე.წ. ენდვანი სანდრომ ოვერტაიმშიც ჩააგდო და ანგარიში ისევ გაათანაბრა (77:77), თუმცა საბოლოოდ გამარჯვება "პროვიდენსელებს" დარჩათ. მსაჯებს გამოეპარათ "პროვიდენსელი" დევიდ დიუკის გარბენი, რომლის პასითაც "პროვიდენსელმა" რივასმა გამარჯვების ბურთი
ჩააგდო.

სანდრომ მთლიანობაში 41 წუთი ითამაშა და თავის გუნდში საუკეთესო იყო: 20 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი, 3 ჩაჭრა. მამუკელაშვილმა 13-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამიანი ააცილა და 12-დან 8 საჯარიმო მიითვალა. მასზე მეტი, 23 ქულა მხოლოდ "პროვიდენსელმა" ნეით უატსონმა ჩააგდო.

2 მოგებითა და 1 მარცხით "სეტონ ჰოლი" Big East-ის კონფერენციის ცხრილში მე-5 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 23 დეკემბერს, "ჯორჯთაუნთან" გამართავს.

GBF

altმამუკელაშვილის კარგი თამაში და გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული