დუდა სანაძის სუპერმატჩი "ალ ხორისთვის" მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა

AutoSharing Option
დუდა სანაძემ ყატარის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი "ალ ხორის" ღირსებას იცავს, რომლის მორიგი მეტოქე ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი "ალ არაბი" გახლდათ. სანაძის გუნდი 68:74 დამარცხდა, ქართველი უკანახაზელი კი შედეგიანობით საუკეთესო იყო.

დუდამ შეუცვლელად, 40 წუთს ითამაშა და 27 ქულა, 9 მოხსნა (2 შეტევაში), 4 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა მცველმა 17-დან 10 ორქულიანი, 7-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ჯარიმა მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, სანაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა, რაც მის გუნდში ვერავინ გადაფარა.

"ალ ხორს" 5 მატჩში ერთადერთი მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 27 დეკემბერს, "ალ სადთან" ჩაატარებს.

GBF.GE

altსანაძის 25 ქულა და პირველი გამარჯვება ყატარში


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული