ერთიანი VTB-ლიგის მე-12 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ გასვლაზე 83:63 დაამარცხა "ნიჟნი ნოვგოროდი".
შენგელიამ 20:52 წუთში 22 ქულა (9-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო), 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა და 24-იანი სარგებლიანობის კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.
ცსკა-მ 11 ჩატარებული მატჩიდან 9 მოიგო, მეორე ადგილზეა და 18 იანვარს სარატოვში "ავტოდორს" დაუპირისპირდება.