დუდა სანაძემ ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა

AutoSharing Option
წარუმატებლად დაიწყო 2021 წელი ყატარის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებისთვის. წააგო როგორც მიხეილ ბერიშვილის "ალ შამალმა", ასევე დუდა სანაძის "ალ ხორმა", თანაც, ეს უკანასკნელი დაშავდა და თამაშს ნაადრევად გამოეთიშა.

"ალ ხორი" "ალ ვაკრასთან" დიდი ანგარიშით - 64:100 დამარცხდა, დუდამ კი ტრავმა მე-2 მეოთხედის დასაწყისში მიიღო, როდესაც ბურთისთვის ბრძოლისას მეტოქეს შეეჯახა და მარჯვენა ხელი იტკინა. სანაძემ მატჩის გაგრძელება ვეღარ მოახერხა, ხოლო, თუ რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა, მოგვიანებით გაირკვევა. იმ დროისთვის, დუდას მოედანზე 12 წუთი ჰქონდა გატარებული და აქტივში 7 ქულა (4-დან 1
ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი, 2 საჯარიმო), 4 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა გააჩნდა.

"ალ ხორმა" პირველ წრეში 8-დან მხოლოდ 1 მატჩი მოიგო და ბოლოსწინა, მე-8 ადგილზე აღმოჩნდა, ბერიშვილის "ალ შამალი" კი 3 მოგებითა და 5 მარცხით მე-4 საფეხურზე გავიდა. მიხეილის გუნდი ამჯერად ყატარის პირველობის ლიდერ "ალ გარაფას" გაეჯიბრა და მართალია, დიდი წინააღმდეგობა გაუწია, საბოლოოდ, 77:82 წააგო.

ბერიშვილმა, ტრადიციულად, შეუცვლელად ითამაშა და 40 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მიხეილმა 4-დან 2 ორქულიანი, 8-დან 3 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული