ლიგა ენდესას მე-18 ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფე" სტუმრად 87:89 დამარცხდა აუტსაიდერ "გიპუზკოასთან". გადამწყვეტი ბურთი მაიკლ კარლსონმა ბოლო წამზე ჩააგდო.
შერმადინმა 31:08 წუთში 28 ქულა (15-დან 13 ორქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო), 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 33 იყო. ქულებითა და მარგი ქმედების მაჩვენებლით ის საუკეთესო გახლდათ.
"ტენერიფე" 14 მოგებით მე-3 ადგილზეა და 16 იანვარს გასვლაზე ბექა ბურჯანაძის "გრან კანარიას" დაუპირისპირდება.